ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ “არ აქვს ინფორმაცია“, თუ კონკრეტულად რომელი დახმარება შეაჩერა სტრატეგიულმა პარტნიორმა და აცხადებს, რომ “მეტი განმარტებაა საჭირო“.
საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია. მკაფიოდ მინდა განვაცხადო. ეს არის ძალიან ცალსახა. შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ შორის აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით, მე არ ვიცი რაზეა საუბარი…
არ ვიცი, ალბათ უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე ან რა პროექტზე იყო საუბარი. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. დანარჩენი იმას, რომ ჩვენ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამას გიფიქსირებთ”- თქვა დავითაშვილმა.
კომენტარები