ფოტო – 5 ივლისის აქციიდან, როცა გურამ ფალავანდიშვილს ხელზე ემაბორებიან.
საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შემდეგ, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, განყოფილებაში გადაიყვანეს.
გურამ ფალავანდიშვილმა მედიასთან თქვა:
“ჩვენ სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. ჩვენ ძალიან კანონმორჩილი ხალხი ვართ, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას. ჩვენ პოლიციაში დაკითხვაზე უარს ვაცხადებთ, ჩვენებას მივცემთ სასამართლოს.
გამოვთქვამ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, თბილისის პრაიდს და მედიატერორისტებს. თქვენ უნდა დაგაკავონ. არ მაქვს მოლოდინი, რომ დამაკავებენ, უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი მხრიდან და შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით, ყველა მომკვდარიყო”
კომენტარები