• რეკლამა
  • კონტაქტი
10:13, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვაღიარებთ გაყალბებურ არჩევნებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“ – პენცენტრი ხელახალ არჩევნებს ითხოვს

ალია ავტორი - ალია
18:11 11-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და ასევე, სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ “ხმა ამოიღონ”.

ჩვენ არ შევეგუებით ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს. პირობას ვდებთ, რომ შეუპოვრად, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს იდენტობის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ევროპული აწმყოსა და მომავლის დასაცავად. ამიტომ მოვითხოვთ ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ემიგრაციაში მცხოვრები მილიონამდე ქართველის – ჩვენი სრულუფლებიანი თანამოქალაქეების – ხმის უფლების რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნას და რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის გახსნას საზღვარგარეთ.

ასევე მოვუწოდებთ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექიმებს, ბიზნესმენებს, თითოეულ მშრომელს, ვის ყოველდღიურ ძალისხმევაზეც დგას ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი, გავერთიანდეთ და ხმა ავიმაღლოთ, რათა გადავარჩინოთ საქართველო იმ უფსკრულში გადაჩეხას, რომლისკენაც მიგვაქანებს ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით შეპყრობილი ოლიგარქი. მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, ყველამ ერთად, მშვიდობიანად და მტკიცედ, პრინციპულად და მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი რუსული მტაცებლობისგან, რადგან „სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!.

მიგვაჩნია, რომ პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა დაედო საფუძვლად თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას. სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ბატონობის ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი, დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი გამავრცელებელი და განათლების მნიშვნელობის დაუღალავი მქადაგებელი.

“ქართული ოცნების” ბრძოლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ დასავლური დემოკრატიის დისკრედიტაციის მცდელობა და ბოლოს, 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბება იმ საძირკვლის ხელყოფაა, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ისტორიის გაყალბება, რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით ტყუილის სიმართლედ გასაღება, ჩვენი თანამოქალაქეების უკიდურესი სიღარიბისათვის გაწირვა, მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ილია ჭავჭავაძისა და სხვა საამაყო ქართველთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ეს არის ქართველი ხალხის მომავლის განადგურების მცდელობა”, – აცხადებენ პენცენტრში.

განცხადებას 120-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, წიგნის გამავრცელებელი თუ ლიტერატურის მენეჯერი აწერს ხელს. ხელმოწერების შეგროვება ისევ გრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved