მუსიკოსი, ნინო ქათამაძე:
დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არჩევნები გამოვიყენოთ ზუსტად იმისთვის, რომ ის სიტყვა, რასაც ჰქვია შევცვალოთ, ნამდვილად შეიცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. ჩვენ არ უნდა შევუერთდეთ იმ სახელმწიფოს, რომელიც დღეს ომის დამწყებია, ჩვენი დაცვა ერთადერთი საშუალება, ერთადერთი ის, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა არის ევროპა და ევროპული ინსტიტუტები.
საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა – აირჩიე ევროპა – დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.
კომენტარები