• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, სამშაბათი, 3 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ შეიძლება უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს ჰქონდეს 1000-1500 ლარი ანაზღაურება“ – ირაკლი ეძგვერაძე

ალია ავტორი - ალია
18:45 03-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ, განაცხადა:

მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს, ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში, ვინც დადო ერთი აგური მათაც გულწრფელ და დიდ მადლობას გადავუხდი.

მადლობა ბიჭებს, მადლობა კაპიტანს, თავდადებისთვის, თითოეული სანტიმეტრის ბრძოლისთვის. ეს არ იყო მხოლოდ
ქართული ფეხბურთის გამარჯვება, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, ჩვენი ერის გამარჯვება, რაც ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. მე მინდა კიდევ ერთხელ და მთელი გულით მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, შემდგომ ეტაპზე გასასვლელად გერმანიაში.

მე ასევე მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო აუცილებლად, ჩვენ შეგვიძლია სპორტის თამაში, ამ ბიჭებმა დაამტკიცეს რომ ქართველ ერს განსაკუთრებულად შეუძლია ამ სპორტის თამაში. ალბათ ბატონ ალადაშვილს ეცოდინება როდის დაიწყო ეროვნული ლიგა, რომელ რიცხვსა და თვეში დაიწყო. მე მინდა რომ ეს გამარჯვება იყოს საწინდარი ჩვენი ეროვნული ლიგის გაძლიერების. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ 10 გუნდი მონაწილეობს ჩვენს ჩემპიონატში, ეროვნულ ლიგაში. შარშან და წელს 3 გუნდმა ვერ გაიარა შეკრება, ზამთრის შეკრება, ე.წ. ზბორები. ისე დაიწყეს ჩემპიონატი, რომ ვერ შეძლეს მომზადება ეროვნული ჩემპიონატისთვის.

კიდევ აუცილებლად მე მინდა კერძო მესაკუთრეებს მივმართო და ვუთხრა, ასევე უნდა ჩაერთოს ხელისუფლება, არ შეიძლება ადამიანები რომლებიც ასე თამაშობენ ამ სპორტს, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს ჰქონდეს 1000-1500 ლარი ანაზღაურება. წარმოუდგენელია, ფეხბურთელმა ითამაშოს და მისი ანაზღაურება იყოს 1000-1500 ლარი.

მე ძალიან მინდა და ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად გამოსწორდება. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეროვნული ლიგა უნდა განვითარდეს. მოგეხსენებათ, ჩვენ C დივიზიონიდან ავიწიეთ, B დივიზიონში. ახლა უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა და შემდეგ და შემდეგ, ეს აუცილებლად უნდა განვითარდეს. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხში ყველა ერთად ვართ და სახელმწიფო სათანადო ყურადღებას მიაქცევს ამ საკითხს.“- განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
ახალი ამბები

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

14:45 06-02-2025
შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved