• რეკლამა
  • კონტაქტი
16:13, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ შეიძლება პირადი მტერი ვიყო ადამიანის, რომელიც წევს საწოლში” – მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:52 12-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
352

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, “ალტ-ინფოსთან” პასუხობს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ფრაზას, რომ წინა ხელისუფლების დროს, რადგან მაია ნიკოლეიშვილი იყო რეჟიმის მიერ გასამართლებული, ეს უკანასკნელი არის სააკაშვილის პირადი მტერი.

მაია ნიკოლეიშვილი:

მე რა თქმა უნდა არ ვარ, როგორ ვიქნები პირადი მტერი, პირადი მტერი როგორც ვიცი, პუტინია, ხო? ამ რანგში ჩემ თავს ვერ ავიყვან, მაგრამ პირადი  მტრობა რატომ უნდა მქონდეს – კი, რაც მოხდა მოხდა, პროკურატურამ გამოიძია 2012 წლის შემდეგ და სასამართლომ მიიღო განაჩენი – სრულად ვარ რეაბილიტირებული. აქედან გამომდინარე, მე არანაირი ინტერესი მის მიმართ არა მაქვს, დაკარგული მაქვს ინტერესი.

და მეორე, მე არ შეიძლება პირადი მტერი ვიყო ადამიანის, რომელიც წევს საწოლში.  მე ექიმი ვარ და ექიმობა ძალიან ბევრად განსხვავდება, თურმე, ამ შემთხვევაში ადვოკატის ხედვისგან. გამორიცხულია გქონდეს რაიმე პირადი განწყობა, იყო სუბიექტური და ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო. არც მაქვს გადაწყვეტილი, არც ვიცი, მივიღებდი, თუ არა, მონაწილეობას ექსპერტიზაში, სერიოზული აწონ-დაწონა დამჭირდებოდა, მაგრამ უცებ ისეთი ტალახი წამოვიდა, გამიკვირდა…

კეთილგანწყობილი სააკაშვილის მიმართ არ ვარ, მე მას არ თანავუგრძნობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიყო მის მიმართ არაობიექტური და სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის. შეიძლება ადამიანის მიმართ არ მქონდეს პირადი კეთილგანწყობა, მაგრამ როდესაც ექსპერტიზას ატარებ, თუ დათანხმდები, იქ უნდა იყო ობიექტური – რატომ – სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე აწერ ხელს, ყველა დასკვნაზე ვაწერთ ხელს, რომ თუ მე არ გავეცი სწორი დასკვნა, მე წავალ ციხეში. ეს ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ფსიქოლოგიურადაც გამომუშავებული მაქვს, თუ ექსპერტიზას ვატარებ, უნდა ვიყო ობიექტური.

თეგები: მაია ნიკოლეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved