• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ შეიძლება, მაღაზიაში მომხდარი ყოფითი კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებად გადავთარგმნოთ – თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
16:05 05-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, მიუღებელია და ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე საკუთარი სახელმწიფო, ინსტიტუტები დააზიანონ. რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. პოლიციასა და სამართალდამცველებს აქვთ საკანონდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის, ვინაც დაარღვია, იძალადა, კანონის შესაბამისად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული.

რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება გახლავთ, რომ შს მინისტრი პირადად ჩავიდა ადგილზე და როცა აუცილებელი იყო, შს სამინისტრომ დამატებითი დანაყოფის მობილიზაციაც  უზრუნველყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი არ აგეს, ეს არ იქნება ობიექტური შეფასება. დარწმუნებული ვარ, პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც კანონი დაარღვია. საჯაროდ ის ჩანაწერები ვნახეთ, სადაც ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და არაერთი ადამიანი მონაწილეობდა ინციდენტში. ამას სჭირდება გამოძიება, პოლიციამ და სამართალდამცავ სტრუქტურებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. გამოძიება დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამ ყველაფრის გადატანა რაღაც ეთნიკურ კონფლიქტში, ცალსახად მიმართულია საზოგადოების წინააღმდეგ. ეთნიკური აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები და ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა მიუღებელია. ოპონენტებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არიან, სურთ, პრობლემა წარმოაჩინონ იქ, სადაც არ არსებობს. არ შეიძლება, მაღაზიაში მომხდარი ყოფითი კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებად გადავთარგმნოთ“

“ალია” შეგახსენებთ, კითხვაზე, მაღაზიაში მომხდარი ყოფითი კონფლიქტის მოგვარებას როგორ ვერ ახერხებს სახელმწიფო მეორე დღეა და რატომ ჩავიდა ადგილზე სუს-ის უფროსი, თუ მხოლოდ ყოფილი კონფლიქტია, ისევ არ გვაქვს პასუხი.

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved