საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრასა და იმ თემებზე ისაუბრა, რაც ამ შეხვედრაზე იყო განხილული:
“არ ყოფილა მისი მხრიდან პირდაპირი ჩარევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიური პროცესია, ის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოუწოდებს ყველა აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში.
ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი, მათი სურვილია, საქართველოში იყოს სტაბილური გარემო”.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს კი შეხვედრა გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვბილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კომენტარები