• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ მუშაობს, მაგრამ უსაფრთხოდ დაცულია – შემოსავლების სამსახური ამტკიცებს რომ აშშ–ს სკანერის საყრდენის კონსტრუქცია მზადდება

ალია ავტორი - ალია
18:07 08-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, “სიმართლეს არ შეესაბამება” ინფორმაცია, რომ ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ გადმოცემული აპარატურა უყურადღებოდაა მიტოვებული.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენო ინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR),  რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე ,,ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის.

ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის.

რაც შეეხება, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას – ამ დროისთვის სგპ „ყაზბეგში“ განთავსებულია, სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სგპ ,,ყაზბეგში“  საბაჟო კონტროლის პროცედურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება  საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი  გასასვლელის მოწყობა. უკვე სრულად განახლდა ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელი, დასრულებულია ავტომობილების დასათვალიერებელი ტექნიკური მომსახურების ანგარის მოწყობა და გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი ახალი სასწორის კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია დიდი ტვირთამწეობის ავტომობილების მაღალი ინტენსივობით აწონვაზე.

საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაეცნონ კონტროლის/სკანირების პროცესს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved