• რეკლამა
  • კონტაქტი
04:57, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მოტყუვდეთ! – რას იტყუება “ოცნება” სანქციების საკითხზე?” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
01:07 03-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
865

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ვეცდები, მარტივად ავხსნა
რას იტყუება ქართული ოცნება სანქციების საკითხზე.
პირველივე დღიდან ვლაპარაკობ იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდისტულად იყენებს სანქციების თემას. ნუ წამოეგებით ტყუილს. მთავრობამ ხელოვნურად წამოჭრა ეს საკითხი.
რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება – ჩვენ არ მივუერთდებით სანქციებს, რადგან ეს ჩვენს მოსახლეობას დააზიანებს. კი, ზარალი იქნება, მაგრამ იქნებ დავსვათ შეკითხვა – ვინ მოგთხოვათ სანქციების დაწესება. თქვენ თვითონ რატომ წამოჭერით ეს საკითხი ? რატომ გაამწვავეთ ? რატომ დაიხვიეთ ხელზე ?
ჯერ ერთი, ყოველთვის შეიძლება ისე თქმა, რომ უკრაინის მოწინააღმდეგედ არ გაფორმდე. ვინ გიშლის, განაცხადო, რომ გარკვეულ სანქციებს მიერთებული ვართ; თუ აუცილებელი გახდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან განვიხილავთ თემებს; უკრაინის ხელისუფლებასთანაც მუდმივი კომუნიკაცია გვექნება; საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად ყველა დოკუმენტს ხმას მივცემთ; ჩვენ – საქართველოს ხელისუფლება – ყველანაირ დახმარებას გავუწევთ მეგობარს უკრაინას; ჩვენი ხალხიც ყველანაირად დაეხმარება უკრაინელ ხალხს; პრემიერ-მინისტრად წოდებული დაურეკავს ზელენსკის და მხარდაჭერას გამოუცხადებს; რუსეთი ჩვენი საერთო მტერია და ასე შემდეგ. ამასთან, ნუ შეუშლი ხელს მოხალისეების წასვლად უკრაინაში.
მეტს არაფერს ითხოვს არც ქართველი ხალხი, არც დასავლეთი და არც უკრაინა.
მაგრამ ცხადია, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება :
იცის, რომ სანქციებზე მიერთების საკითხი, ვაჭრობაზე შეზღუდვები ეკონომიკურ პრობლემებს მოიტანს. ამიტომ ხელოვნურად აცოცხლებს ამ თემას და ხალხს ეუბნება – აი, მე თქვენზე ვზრუნავ, შესაბამისად, არ ვუერთდები სანქციებს, ოპოზიციასა და ჩემს ყველა ოპონენტს კი ფეხებზე კიდიხართო და თან რუსეთთან ომი უნდათო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არავის ითხოვს ჩვენგან საქნციებზე მიერთდებას – ტყუილია. ბევრი რამ შეგვიძლია, გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად სანქციებზე მიერთდების გარეშეც. არა – ოცნება მაინც აწვება თავის პროპაგანდას.
ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება – იმიტომ, რომ რეალურად რუსეთის მხარესაა; რეალურად სწორედ ასეთი პოლიტიკით მიჰყავს ქვეყანა უფსკრულისკენ; ყველანაირ საძაგლობას, რასაც კადრულობს უკრაინის წინააღმდეგ და ყველანაირ საძაგლობას, რასაც აკეთებს რუსეთის სასარგებლოდ, ფარავს სანქციების თემით, ყველაფერს ერთ ქვაბში აქცევს. სწორედ ამიტომ სჭირდება სანქციების თემაზე დაუსრულებლად ლაპარაკი, მაგრამ გავიმეორებ, არავინ სთხოვს მათ საქნციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ.
ამავეს საკითხს აბამს კიდევ ერთ პრობლემას. ერთია, სანქციებზე მიუერთებლობა და მეორეა, როგორ ეხმარება რუსეთს ქართული ოცნება. საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ეხმარება რუსეთს, ტოვებს შავ ხვრელს ჩვენი ტერიტორიის სახით. ფინანსები, კაპიტალი, რუსების დაარსებული კომპანიები, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება და პუტინისგან შევიწროებული ჟურნალისტების დაბლოკვა – ეს და კიდევ ბევრი რამ, რასაც ივანიშვილი აკეთებს, საქართველოს აყენებს ბელარუსის გვერდით, რუსეთის მოკავშირედ.

ესე იგი, ერთია ის, რომ რუსეთს არ დაუწესო სანქციები, რაც შენც დაგაზარალებს ეკონომიკურად და მეორეა, რუსეთს მისცე შესაძლებლობა, გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს. ეს ორი სხვადასხვა საკითხია, მაგრამ ამათაც ქართული ოცნება დღაბნის ერთმანეთში და ორივეს სიტყვა ,,სანქციების” ქვეშ აქცევს, რომ ხალხი მოატყუოს.

აბა, ომი გინდათ ?
აბა, ჩვენი მოსახლეობის დაზარალება გინდათ სანქციებით ?
შემიძლია, კიდევ ბევრი ,,აბა” ჩამოვთვალო, მაგრამ ეს ორიც კმარა იმის გასაგებად, რასაც აკეთებს ივანიშვილი.
ქართული ოცნება უკრაინას ებრძვის.
ქართული ოცნება რუსეთის მხარესაა.
რატომ ?
1. იმიტომ, რომ ფიქრობს, როგორც კი პუტინი დამარცხდება, აქ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ამიტომ გულშემატკივრობს უკრაინის დამარცხებას, ამიტომ ებრძვიან და ლანძღავენ მისი ტროლები-ბოტები-დაქირავებული ნაძირალა ,,ექსპერტები” ზელენსკის.
2. რეალურადაც რუსეთის მოკავშირეა – ბუნებრივიც და რეალურიც.
ასე რომ,
არ მოტყუვდეთ !”
თეგები: ბიძინა ივანიშვილივახო სანაიარუსეთ-უკრაინის ომისანქციები რუსეთსქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved