• რეკლამა
  • კონტაქტი
00:45, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მჯერა, რომ ჩემი შვილის ცხედარი იქაა, მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან” – რას წერს დედა, რომელიც შვილის ცხედარს ითხოვს

ალია ავტორი - ალია
15:53 08-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

გალის მკვიდრის, მოკლული ნათია ბახტაძის დედა ღია წერილს აქვეყნებს და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, “შს მინისტრსა” და “ომბუდსმენს” მიმართავს. იამზე აგუმავა შვილის ცხედრის მოძებნას ითხოვს და წერს, რომ მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან:

„ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა და ნათიას ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი. არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი დაეხმარნენ მას ცხედრის მოშორებაში. გთხოვთ, დააკავოთ და დაკითხოთ აინარ ცვიჟბას ახლობლები, რადგან მან აღიარა, რომ დაურეკა მამას და თქვა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. ცხედრის დამალვა მარტო მას არ შეეძლო – დანაშაულის დამალვაში ახლობლები ეხმარებოდნენ. მათ გადაწყვიტეს ცხედარი დაემალათ და სადმე ტყეში დამარხეს, იმ იმედით, რომ დანაშაულისგან თავის დაღწევას შეძლებდნენ. გთხოვთ, მოიძიოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“, –  ნათქვამია დედის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აინარ ცვიჟბა დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს, საბავშვო ბაღიდან გაიყვანა, სადაც ის პედაგოგად მუშაობდა, ავტომობილის სალონში მოკლა და შემდეგ, გვამი გადამალვის მიზნით, ენგურჰესში გადააგდო.

ამ დღის შემდეგ მოკლულ ქალს უშედეგოდ ეძებენ.

“ფირიდან ჩანს, რომ ძალით ჩაისვა მანქანაში გოგო… ამ გარემოში ცხედარი რა დღეში იქნებოდა, თავად წარმოიდგინეთ” – ბერულავა ნათია ბახტაძეზე

თეგები: ნათია ბახტაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved