ლონდონში მცხოვრები ჩინელი სტუდენტი, ჯონათანი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და პოსტს, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ:
“კორონავირუსის გავრცელებამ მთელ მსოფლიოში პანიკა გამოიწვია. ვსაუბრობთ ვირუსზე და ჯანმრთელობაზე და ვერ ვხედავთ სოციალურ ეფექტებს, რომლებიც წარმოიშვა ამ ვირუსის გავრცელებიდანვე – რასიზმმა იპოვნა კიდევ ერთი საბაბი, რომ აღედგინა თავისი მახინჯი თავი.
ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში რასისტული შეტევები მზარდია რასისტული თავდასხმების ისტორიებს ვისმენდი, ვუყურებდი და ვერ წარმომედგინა, რომ მეც გადამხდებოდა თავს, მით უფრო ლონდონის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე.
გასულ ორშაბათს, ღამის 9.15 საათზე, ლონდონში ოქსფორდის ქუჩაზე, ახალგაზრდების ჯგუფის გვერდით დავდექი. დავინახე, რომ ერთ-ერთი მათგანი მიყურებს და მითხრა რაღაც, გავიგონე სიტყვა “კორონავირუსი”. 3 წამში ჩემს წინ გაჩნდა, 3 ბიჭთან და ერთ ქალბატონთან ერთად, ყველანი 20 წლამდე იქნებოდნენ. ყვიროდა. დამარტყეს და პირველი დარტყმით შოკში ვიყავი. გამვლელიც შეუერთდა ერთი და ისიც მეუბნებოდა, რომ ჩემი ბრალია, ვცდილობდი, ამეხსნა, რომ არაფერი დამიშავებია. ბიჭი რომელიც მირტყამდა, ამბობდა, “არ მინდა შენი კორონავირუსი ჩემს ქვეყანაში”… ამაოდ ვცდილობდი თავის დაცვას. მთელ სახეზე სისხლი ჩქეფდა. ტროტუარიც სისხლით შევღებე.
სანამ პოლიცია მოვიდა, თავდამსხმელთა ჯგუფი გაიქცა. სახის რამდენიმე ძვალი მაქვს გატეხილი და რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია დამჭირდება.
ეთნიკური ჩინელი არ შეიძლება იყოს “ბრიტანელი”? ან თეთრკანიანი ადამიანი არ შეიძლება იყოს “ჩინელი”?
რასიზმი არ არის სისულელე, რასიზმი – სიძულვილია. რასისტები მუდმივად პოულობენ მიზეზს და ამჯერად, კიდევ ერთი საბაბი აქვთ, კორონავირუსის სახით. “
კომენტარები