• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ მინდა ეს პოსტი ევროპისა და ამერიკის საწინააღმდეგოდ იქნეს აღქმული, მაგრამ უნდა ვთქვა – გოჩა ბარნოვი

ალია ავტორი - ალია
12:19 06-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,366

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„არ მინდა ეს პოსტი ევროპისა და ამერიკის საწინააღმდეგოდ იქნეს აღქმული, მაგრამ უნდა ვთქვა: ბოლო ათწლეულებში, და განსაკუთრებით 2004-2012 წლებში, საქართველოს ძალისხმევა არ დაუკლია იმისათვის, რომ ევროპული ოჯახის წევრი გამხდარიყო. რეფორმები, რომელიც ამ პერიოდში იქნა გატარებული სააკაშვილის ხელისუფლების დროს, არც დაესიზმრებოდათ ბალტიისპირელებს ნატოსა და ევროკავშირში შესვლის წინ. ამას თავადაც ხაზგასმით აღნიშნავდნენ. აშშ-ს ავღანურ მისსიაში საქართველოს მხოლოდ აშშ-სა და ბრიტანეთზე ნაკლები სამხედრო კონტინგენტი ყავდა წარმოდგენილი. საქართველო თავისი ჯარისკაცების რაოდენობით თვით ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროთა რაოდენობასაც დიდად აღემატებოდა. ჩვენი ევროპული არჩევანის გამო ბევრჯერ დავისაჯეთ რუსებისაგან. დღეს ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსის ჯარი თბილისიდან სულ რაღაც 20 კმ-ში დგას. ზოგისაათვის ეს შეიძლება სულაც არაა ბევრი, მაგრამ მრავალტანჯული ქართველი ერისათვის, რომელსაც უამრავი ომი გადაუტანია და ხშირად იგივე დასავლეთი საოცნებოდ იხდიდა ქართველი მეფეების შეუპოვარ ბრძოლას აღმოსავლელ დამპყრობლებთან, ძალიან ბევრია.
დღეს, ჩვენთვის ალბათ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება სწორედ ამ ევროპისა და ამერიკის თანადგომა, გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში მისაღებად, აუცილებელია დეოლოგარქიზაცია. მაგრამ განა ამას არ ვამბობთ ბოლო წლებია, რომ საქართველოს ოლიგარქი მართავს, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლების ყველა სფერო და ვითხოვთ ევროპისაგან დახმარებას მისი ხელისუფლებიდან მოშორებისათვის. ბოლო – 2020 და 2021 – არჩევნები ხომ აშკარად მიტაცებული არჩევნებია, რასაც, ხალხის აბსოლუტური ნიჰილიზმი მოყვა. ევროპიდან კომისია კომისიაზე იგზავნებოდა, რითაც, ნაცვლად ქართველი ხალხის მხარდაჭერისა, ბიძინას მიტაცებული არჩევნების “გაპრავება” ხდებოდა. ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ბიძინასათვის დისკომფორტი არ შეექმნათ, რისი მიზეზიც ბიძინას რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკა იყო. ეს არის ფაქტი, და ამას ვერავინ უარყოფს.
ამიტომ, სადაა გარანტია, რომ მომდევნო არჩევნებზე, როდესაც ივანიშვილი ისევ მოიპარავს ხმებს და მიიტაცებს ძალაუფლებას, არ მოხდება ქართველი ერის ამ შეურაცხმყოფელი ფაქტის გაპრავება ევროპელი კომისრებისაგან.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved