საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელიდან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების კომენტარებმა რეზოლუციაზე, საშუალება არ მისცა, დაეცვა ქვეყნის კანდიდატურა. მან ისაუბრა იმაზეც, რომ არ ეძლევა სხვა ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრების საშუალება.
სალომე ზურაბიშვილი:
“მე არ მჯერა რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს”
კომენტარები