• რეკლამა
  • კონტაქტი
00:38, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ მგონია, “მისი მრევლის” გარდა, ვინმეს გაიგე, ქ-ნ მაიას პოსტი – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
05:42 12-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, მაია ბუწაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, რომელიც პრეპარატ რემდესივირს ეხება.

„ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა ა.წ. 18 დეკემბერს გამოაქვეყნა პოსტი რემდესივირზე. არ მგონია, რომ “მისი მრევლის” გარდა ვინმემ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდა ამ პოსტით ქ-ნ მაიას.

რემდესივირი ჩვენს ძველ გაიდლაინშიც იყო შეტანილი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გავაკეთეთ ახალი პროტოკოლი, რომელშიც ზედმიწევნით დეტალურად და არგუმენტირებულადაა განმარტებული ყველაფერი. ეს პროტოკოლი მე წარვადგინე კლინიკების წინაშე, როგორც ონლაინ კონფერენციაზე, ისე პირად შეხვედრებში და ვფიქრობ ჩვენს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი შეკითხვები არ დარჩენიათ.

ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენ რომ პირიქით მოვქცეულიყავით და ამ მედიკამენტის შემოტანაზე უარი გვეთქვა – ყველაზე ხშირი ბრალდებები იქნებოდა ის, რომ COVID-19-ით პაციენტებს მთელ მსოფლიოში აქვთ შესაძლებლობა იმკურნალონ რემდესივირით და ქართველ პაციენტებს კი ჩვენ ეს შესაძლებლობა წავართვით და სასიკვდილოდ გავწირეთ.

რაც შეეხება ქ-ნ მაიას უკმაყოფილებას ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილებით და ნაბიჯით, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფრით დავეხმარებით. ჩვენ პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ვცდილობდით და ვცდილობთ მოგვეხდინა ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია, როგორც სტანდარტული თერაპიის სრულყოფის, ისე ახალი ინოვაციური მიდგომების თვალსაზრისით, რათა რაც შეიძლება მეტი ავადმყოფი გადაგვერჩინა და ჩვენ ამ სტრატეგიას ვერ შევცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რამოდენიმე ადამიანს არ მოსწონს და აღიზიანებს.

მე მაქვს მხოლოდ ერთადერთი კითხვა ბ-ნ ვახტანგ კალოიანთან, რომელმაც ქ-ნ მაიას პოსტზე გააკეთა კომენტარი, სიტყვა-სიტყვით „თქვენც არ გინდათ სხვისი (შარლატანების) აშენებული საქართველო“ (რასაც ქ-ნი მაია ეთანხმება). ბატონო ვახტანგ! უმორჩილესად გთხოვთ, გვიპასუხოთ – ვის გულისხმობდით „შარლატანებში“, ჩვენ, თუ ვინმე სხვას? დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ პირდაპირ გვიპასუხებთ. სხვებს გთხოვთ, ნუ გამომეხმაურებით“

თეგები: თენგიზ ცერცვაძემაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved