არჩევნების გაყალბების სკანდალზე, “მთავარ არხთან” კომენტარს კახა კალაძე აკეთებს და ამბობს:
“არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის რეალობა, ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ ISFED-მა პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა და მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა და მე უბრალოდ არ მესმის, რატომ არ ჩაყვნენ ამ საქმეს ბოლომდე…
ეს არის სისულელე. დაგაკმაყოფილათ პასუხმა? ეს არის ჩემი შეფასება. რას ნიშნავს ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის ჩემი შეფასება. ასე რომ თუ თქვენ გაქვთ სხვა დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, ეს თქვენი მოსაზრებაა. მე გეუბნებით ჩემ მოსაზრებას”
კომენტარები