• რეკლამა
  • კონტაქტი
08:27, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მჩვევია ჩემს გვერდით მჯდომ მამაკაცზე წერა, მაგრამ ამჯერად ტრადიციას დავარღვევ…” – მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
14:59 10-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,843

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:

“მე არ მჩვევია ჩემს გვერდით მჯდომ მამაკაცზე წერა,მაგრამ ამჯერად ტრადიციას დავარღვევ…
თქვენ გგონიათ, რომ იცნობთ შალვას?
არა!
მიუხედავად სისხლიანი 26 მაისის, სადაც ის შვილებთან ერთად სასწაულად გადაურჩა ნაც.ჯალათებს,
მიუხედავად იმისა,რომ იყო ყველაზე პატიოსანი საპატრულოს უფროსი, (რატომაც დაისაჯა)
მიუხედავად იმისა,რომ დარბაისელი და განათლებული კაცია, მოსიყვარულე მეოჯახე,რალის უბადლო ოსტატი, საუკეთესო თამადა და მეგობარი, თქვენ მას არ იცნობთ, არა!!!
ისევე როგორც არ მცოდნია მე!
გუშინ ორჯერ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.
გაწვიმდა, წინ მთის ციცაბო ფერდობზე ფრანგების ეკიპაჟს მანქანა მოუცურდა და მოძრაობა გაიჭედა,
ტალახში აზელილი მანქანები მილიმეტრში ცდებოდნენ ერთმანეთს და კლდის წვერს…
გავხედე შალვას.
-იქნებ მაშველებს დაველოდოთ?
-არა, რალი კაცების სპორტია, სადაც არავის არ ელოდებიან-იყო პასუხი.
აი აქ დაიწყო რაც დაიწყო.
ნახევრად მოჭუტული თვალებით გადავიჭირე ყველა ბელტი და სახრე,
ჩემი ჩაფხუტიანი თავი გამალებით ეხეთქებოდა საქარე მინას (არადა ვახურებდი არ დავიფარავ თქო) მუხლები სადღაც ნიკაპში მირტყამდა, მარჯვენა ხელით ვცდილობდი სახელურზე დაკიდებას, მაგრამ ამაოდ.
ის კი რულავდა, სადღაც ცასა და კლდეს შორის… მხოლოდ კინოში მქონდა ნანახი,
როცა ორი წინა ბორბალი ჰაერშია, ორი უკანა კი ლამობს დამუხრუჭებას…
სიკვდილს გავეთამაშეთ, მასაც ყვარებია რისკიანი, შლეგები და გამოგვიშვა.
გავხედე მთავარ პილოტს, არც ნერვი შეტოკებია, არც დაუწუწუნია…
არტიკულაციაზე მივხვდი, რომ მამაო ჩვენოს იმეორებდა….
მე ეგეც ვერ შევძელი…
-აბა როგორ არის ჩვენი პოზიტივის დედოფალი?
ვითომც არაფერი მომხდარა, ჰოლივუდის ღიმილით მკითხა პილოტმა,
როდესაც სასწაულებრივად,
ვირტუოზული მოძრაობებით გახედნა და დაიმორჩილა ჩვენი რკინის რაში.
-შენნაირ პილოტთან
თუნდაც ომში!
იყო ჩემი პასუხი, რომელიც სავარაუდოდ არ ისმოდა. ენა სასაზე მეწებებოდა, ძრავი ყმუოდა და ჩაფხუტი ხმას ფანტავდა,
მაგრამ მაინც…
სადღაც “იქ” ტვინს იჭყლეტენ ახალი გმირების შექმნით, არადა აგერ არიან, ერთი ხელის გაწვდომაზე…
მადლობა მეგობარო!
#rallyadventure
#georgia
თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved