• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა პატიმართან შეხვედრაზე – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:20 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

უპრეცედენტო რამ მოხდა, არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა იმ უფლების გამოყენებაზე, რომელიც მას აქვს – პატიმარს შეხვდეს ციხეში, – ასე ეხმაურება დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთვის სააკაშვილის მონახულებაზე უარის თქმას.

როგორც სამადაშვილმა ფოტიგასთან შეხვედრამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე ანა ფოტიგასთვის უარის თქმით, ხელისუფლებამ ევროკავშირს ზურგი აქცია.

„ანა ფოტიგა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჩვენ არაფორმალური შეხვედრა გვაქვს, შევაჯამებთ იმ შთაბეჭდილებებს, რაც მას ვიზიტიდან აქვს. უპრეცედენტო რამ მოხდა, არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა იმ უფლების გამოყენებაზე, რომელიც მას აქვს – პატიმარს შეხვდეს ციხეში. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ნათელი სიგნალი გაუგზავნა არამხოლოდ ანა ფოტიგას, ან მის პოლიტიკურ ჯგუფს, ან მის ქვეყანას, არამედ, ფაქტობრივად, ევროპას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს შესაბამისად ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს.

ნათელია, რომ ვინც „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის სამსახურშია ჩამდგარი, ასრულებენ იმ დავალებას, რაც ივანიშვილისგან მიიღეს, რომ საქართველოს მართლაც არ შერჩეს მეგობრები დასავლეთში. ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელიც მრავალი წელიწადია იბრძვის, როგორც ძალიან ცოტა ქართველი დიპლომატი იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის. რუსეთთან უმწვავესი დაპირისპირების მომენტებში ის, ყოველთვის იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის ევროპაში. თუ სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანი არ იცნობს საქართველოში რა ხდება და უფლება არ აქვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეხვდეს საპატიმროში, ეს ერთადერთ რამეს ამბობს – გასაგებია ყველაფერი, გასაგებია ვის ემსახურება ეს ხელისუფლება. ვფიქრობ, გუშინდელი გადაწყვეტილებით ალბათ, ძალიან კმაყოფილი იქნებოდა რუსეთი, რომელიც უპირისპირდება ყველა ისეთ ევროპელ პოლიტიკოსს, რომელიც ძალიან აქტიურად ატარებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ევროპაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved