• რეკლამა
  • კონტაქტი
14:12, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ იყო დამცავი რელე, არ იყო დაცვითი ჩამიწებები და ძრავის დამცავი ცხაურები არ იყო დამონტაჟებული შესაბამისი წესით” – პროკურატურა ვაკის პარკის საქმეზე

ალია ავტორი - ალია
17:02 09-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ვაკის პარკის შადრევნის საქმე – პროკურორის თქმით, პროექტის ცვლილებებს ექსპერტიზა ჩატარებული არ ჰქონდა.

არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, მერიის საქალაქო სამსახურმა პროექტის ცვლილებები მიიღო და მის საფუძველზე სამუშაოები განხორციელდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე დღეს სასამართლოში ჩვენება საინჟინრო-ტექნიკურმა ექსპერტმა მისცა, რომელმაც ჩვენებით დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოებიც შესაბამისობაში არ იყო უსაფრთხოების ნორმებთან.

„საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროექტი, რომელიც წარდგენილი იყო მერიის საქალაქო სამსახურში და პროექტის ცვლილებები, რომელიც შემდეგ „გრინსერვის პლუსმა“ წარადგინა, უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში არ იყო. ასევე, მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოებიც შესაბამისობაში არ იყო უსაფრთხოების ნორმებთან. კერძოდ, დამცავი რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში დენის ავტომატურ გათიშვაზეა პასუხისმგებელი, დამონტაჟებული არ იყო. ასევე, არ იყო დაცვითი ჩამიწებები და ძრავის დამცავი ცხაურები დამონტაჟებული არ იყო შესაბამისი წესით“,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved