• რეკლამა
  • კონტაქტი
08:27, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ გვითქვამს, რომ რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან იქნებოდა” – მინისტრის ტყუილები

ალია ავტორი - ალია
02:09 07-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას არასდროს უთქვამს, რომ პირველი ივლისიდან რეგულარული, ანუ მასობრივი ფრენები აღდგებოდა:

“არადსროს ჩვენ არ გვითქვამს, რომ რეგულარული, ანუ მასობრივი ფრენები პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რას, რომ აუცილებლად გავხსნით ბაზარს, მაგრამ ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ.

ზოგადად, ფრენები შეჩერებული არაა და კვლავ მოქმედებს ჩარტერული რეისები. როგორ მინისტრი ამბობს, ადამიანისთვის სულ ერთია ჩარტერით იფრინებს, თუ რეგულარულით, რადგან “ორივე კომერციულია”.

ყველასთვის გახსნა ნიშნავს რას, რომ დაიწყება მყისიერად ბილეთების გაყიდვა. არანაირი იურიდიული საფუძველი ამის შეზღუდვის არ იარსებებდა. ამასთან ევროკავშირმა მხოლოდ ახლა მიიღო სია, ორში გამოქვეყნდა და არა პირველში, ახლა სათითაოდ სახელმწიფოები აგარჩევენ ან არა. აღმოჩნდებოდა, რომ ხალხი დარჩებოდა მოტყუებული, მათ ეჭირებოდათ ბილეთები ისეთ ქვეყნებზე, რომელიც არ მიიღებდა მათ. ანუ მოლოდინი არ გამართლდებოდა და ამაზე კვლავ ჩვენ ვიქნებოდით პასუხისმგებელნი.

ამიტომ ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პირველი ივლისიდან ასე უკონტროლოდ, ქაოტურად მასობრივად გავხსნიდით. სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევს გლობალური ვითარება, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა, მაგალითად, პიკია. გახსნა ნიშნავს ტრანზიტული მგზავრისთვის გახსნას, ყველანაირი გახსნა, ამიტომ აბსოლუტურად სწორი იყო, რომ ჩვენ მოვიგეთ დრო”.

მინისტრს რეგულარული ფრენები რომ ქაოტური და უკონტროლო ჰგონია, ეს ერთი პრობლემაა.

მეორე პრობლემა ისაა, რომ თვლის, რეგულარული ფრენების კონტროლი არ შეუძლია – არადა, როცა ჩინეთში, იტალიაში ვირუსი მძვინვარებდა და რეგულარული ფრენები არ შეუწყვეტია – გვიმტკიცებდა, ვაკონტროლებთო, ახლა გვეუბნებიან, არ კონტროლდება, ვერ გავაკონტროლებთო…

მესამე და მთავარი პრობლემა ისაა, რომ მინისტრი ურცხვად გვატყუებს, არათუ რეგულარულ ფრენას, ტურისტსაც გვპირდებოდა პირველი ივლისიდან და ამით თავს იწონებდა…

იტალიაც კი ახერხებს კონტროლს, ჩინეთიც ახერხებს კონტროლს და ფრენაც აღადგინა… აი, ჩარტერსა და რეგულარულ ფრენებს შორის რომ ვერ ხედავს განსხვავებას – ეგაც ტყუილია, ასეთი ბეციც არ არის.

შეგახსენებთ, მაისის თვეში მთავრობაში აცხადებდნენ, რომ პირველი ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას დაიწყებდა. მთავრობის წარმომადგენლები ამისთვის ხვდებოდნენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და იმ ქვეყნებსაც ასახელებდნენ, საიდანაც ჩამოფრინდებოდნენ პირველი მგზავრები.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved