• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, შაბათი, 2 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აბანოს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქესთან ერთად?” – სამადაშვილი ბურჭულაძეს

ალია ავტორი - ალია
18:07 10-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,862

“ლელოს” დეპუტატის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად, აბანოს ბიზნესი აქვს:

“მაინტერესებს, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის, რომელიც 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აქვს ბიზნესი რუსეთის მოქალაქესთან ერთად და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი ვერ იშოვა თქვენმა შვილმა?

მაინტერესებს ასევე განგვიმარტოთ, ღარიბაშვილის მამა რომ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით გავიგეთ, მაგრამ დედათქვენიც ყოფილა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, კომერციას ვგულისხმობ, იმიტომ, რომ მოახერხა და კიკეთში მიითვისეთ უზარმაზარი მიწები 95 ლარად კვადრატული მეტრი. მაინტერესეს, რომ გაგვიზიაროთ ეს კომერციული ნიჭი, რომელიც თქვენ ოჯახს აქვს”

ბურჭულაძემ სამადაშვილის განცხადებებს ტყუილი უწოდა:

“რაც შეეხება ჩემს ქონებას, ჩემი შვილი არ არის, ეს იყო ერთი ცილისწამება, ჩემს წინააღმდეგ. მე ამაზე სარჩელიც მაქვს შეტანილი, კონკრეტული ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს. თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არმიღებაზე რამდენიმე თვე. ბოლოს მიიღეს სარჩელი. მე ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ. იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი.

რაც შეეხება დედაჩემს, არ მინდა ამაზე ვისაუბრო. მით უმეტეს, ამ ტრიბუნიდან, მაგრამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში თქვენი ხელისუფლების დროს ერთი ნასყიდობით აქვს რამოდენიმე მილიონი აღებული. და ის, რომ ეხლა შპს-ში დედაჩემი იყოს მონაწილე, რამოდენიმე შპს-ს დამფუძნებელია და დირექტორი, ეს ხდება ოღონდ 1995 წლიდან. თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში.  კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა, ასევე კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც მე, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი. და თუ ვინმეს რამე საშუალება ჰქონდა, მათ შორის, 90-იან წლებში ყველაზე დიდი ქონების პრივატიზაცია რუსთაველის გამზირზე მოხდა ჩემი ოჯახის მიერ. ასე რომ, ეს საკითხი ძალიან გთხოვთ დახუროთ.”

თეგები: სალომე სამადაშვილიჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved