საქართველოს პრეზიდენტმა სამართალდამცველ სისტემას მიმართა და თქვა:
მინდა მივმართო სამართალმდაცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში… არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენიმე კვირაა აჩვენა მსოფლიოს რამდენად მშვიდობიანი, შეგნებული, შემართებულია და რამდენად არ არის პროვოკაციაზე წამსვლელი. ასე რომ, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცებით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით, ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამისგან, იმიტომ, რომ რაც არ უნდა და როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი.
კომენტარები