• რეკლამა
  • კონტაქტი
15:52, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არ ენდობიან ივანიშვილს, რომ აქ დიდხანს შეძლებს სიტუაციის დაჭერას” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:31 10-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

,,იმდენჯერ ვთქვით, რომ ძალიან ცუდად არის საქმე და რუსეთში მივდივართ, რომ თითქოს დრამატიზმი დაკარგა ამ ფრაზებმა და გაცვდა. მაგრამ მართლა საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო ჟამია, თუ ადეკვატურად არ შევაფასებთ რეალობას და არ ვიმოქმედებთ.

მას შემდეგ, რაც ლეგიტიმაციის და აღიარების ნამცეცებიც კი ვერ მოიპოვა, ივანიშვილმა დასავლეთთან ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვიტა. ერთადერთი ვინც მის ქცევაზე დღეს გავლენას ახდენს რუსეთია. რუსეთს იმდენად დიდი გავლენა აქვს უკვე საქართველოში, რომ ერთგვარად ივანიშვილიც მძევალია უკვე. ვერაფერს ვერასოდეს ვეღარ გადაწყვეტს რუსეთისგან დამოუკიდებლად, საკადრო საკითხებსაც კი.

ივანიშვილს ამ მომენტში აქვს დიდი ზეწოლა რუსეთისგან, რომ იმაზე მეტად რუსული იყოს, ვიდრე აქამდე იყო. შემთხვევითი არ არის არც საქართველოს ჩაბნელება რამდენჯერმე, არც მუდმივი მოთხოვნები აფხაზეთთან და ცხინვალთან “საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციაზე“ და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებაზე, არც ქართული ღვინის შეტანის აკრძალვა.

ივანიშვილისგან ითხოვენ, ოფიციალურად და სამუდამოდ გააფორმოს აქ რუსეთის გავლენა. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პროდასავლურია და რუსეთი სძულს, და ნებისმიერ მომენტში შეიძლება აქ პროდასავლურმა პროტესტმა ამოხეთქოს. არ ენდობიან ივანიშვილს, რომ აქ დიდხანს შეძლებს სიტუაციის დაჭერას. ამიტომ, უახლოეს 9 თვეში საბოლოოდ უნდა მოისპოს ყველაფერი – პარტიები, მედია, ენჯეოები, ვინც ჯერ კიდევ რამეს ცდილობს, უნდა დაიჭირონ ან გაყარონ ქვეყნიდან და გარუსების ერთი ციკლი ამით დასრულდება.

ამის შემდეგ უკვე გაუსაძლისი გახდება აქ ცხოვრება და ბევრი თვითონ წავა. ვინც დარჩება, იმდენად დათრგუნული და გაუბედურებული იქნება, შეიძლება ათწლეულები ხმა ვერ ამოიღოს. ივანიშვილმა და რუსებმა ჩათვალეს, რომ ახლა კარგი დროა ამისთვის, რადგან არავის არ სცალია საქართველოსთვის. ეს ყველაფერი ხელისგულზე დევს. ძალიან ცხადია. ჯერ კიდევ არის შანსი ეს სცენარი არ შედგეს თუ ამ მომენტს ადეკვატურად შევაფასებთ და ვიმოქმედებთ. მალე გვიან იქნება.“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved