• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას… სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებელია ოცნება” – გახარიას გუნდი

ალია ავტორი - ალია
17:50 05-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
624
პარტია „საქართველოსთვის“ (რომლის ლიდერი, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაა), პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი, აჟღერებს გუნდის პოზიციას, სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და წერს:
“სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩვენი გუნდის პოზიცია არის ძალიან მარტივი:
არაერთხელ გვითქვამს, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას ოცნების თამაშში, რომლის მიზანია, თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში მათ მიერ შექმნილ პოლიტიკურ, მმართველობის თუ ეკონომიკურ კრიზისზე.
არ დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას და ოცნების და ნაცმოძრაობის მიერ ისედაც ფუნქციადაკარგულ პარლამენტს კიდევ ერთხელ არ გადავაქცევთ ამ ორ პარტიას შორის ბრძოლის ველად. ეს ხელს შეუწყობს მხოლოდ ოცნებას, რომ მთელი ყურადღება გადატანილი იქნეს მიხეილ სააკაშვილზე და საზოგადოებას დაავიწყდეს ოცნების პასუხისმგებლობა – ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველ განცხადებებზე და ქმედებებზე, მოშლილ კონსტიტუციურ წყობაზე, დასუსტებულ დემოკრატიაზე, გაუარესებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე.
ჩვენ არ ვაყენებთ ვიწრო პარტიულ ინტერესს წინ და საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ვითხოვთ უდანაშაულო აკაკი ბარათაიას და გელა აბულაძის საქმეებზე და მითუმეტეს, არ ვითამაშებთ ოცნების თამაშს სააკაშვილის საქმეზე.
აქვე, ნაციონალურმა მოძრაობამ შესანიშნავად იცის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნით შეუძლებელია იმ მიზნის მიღწევა, რაც მათ უნდათ, მინიმუმ იმიტომ, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომისიის საქმიანობა თვეები შეიძლება გაგრძელდეს. ერთადერთი მიზანი, რაც კომისიის შექმნით მიიღწევა – ოცნების დახმარებაა. ამიტომ, ნაცმოძრაობის მხრიდან წმინდა წყლის სპეკულაციაა (მათ შორის მათივე ამომრჩევლის წინაშე) ის, რომ კომისიის შექმნაზეა დამოკიდებული სააკაშვილის სიცოცხლე.
არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების სათანადოდ აღსრულება ოცნების პასუხისმგებლობაა. სააკაშვილს აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ყველა ბრალდებულს (მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა). მისი, როგორც ბრალდებულის, სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ოცნება, ამ სიტყვების ყველანაირი მნიშვნელობით.
ამიტომ, დაამტკიცოს ოცნებამ, რომ მის ინტერესში არ შედის ეს გაუთავებელი მსჯელობები, სათანადო პასუხი გასცეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებს და დაასრულოს ყველანაირი სპეკულაციები.”
თეგები: გიორგი გახარიამიხეილ სააკაშვილინათია მეზვრიშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved