• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დამიცვა სახელმწიფომ, დამიცვა არასამთავრობომ” – პოლიციელის მიერ მოკლული 19 წლის ქალის დედა

ალია ავტორი - ალია
19:59 04-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

პოლიციელი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის ქალის, სალომე ჯორბენაძის დედა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.

ფატი ჭეიშვილი წერს, რომ მისი შვილი სახელმწიფო უწყებებმა ვერ დაიცვეს, მკვლელობის შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ინტერესები არასამთავრობო ორგანიზაციებმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია),  საფარმა და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) დაიცვეს.

ფატი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში მოკლული შვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით. არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, გენ. ინსექციამ და ჩემი დაუცველობისთვის სახელმწიფოს მოეთხოვა პასუხი სტრასბურგში. მე დამიცვა GYLA-მ [საია], EHRAC-მა და Sapari-მ – არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საია დღემდე მიცავს. ის დაგიცავს შენც. არა რუსულ კანონს”.

ფატი ჭეიშვილის წერილი დღეს პარლამენტში შს მინისტრის ინტერპელაციის დროს წაიკითხა “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი სერგი საცერაძე  ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მკვლელობა 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონის პარკში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით,  ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, 25 წლის სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლე  სამსახურეობრივი იარაღიდან 5 გასროლით მოკლა.

შემთხვევამდე, ჯორბენაძე რამდენჯერმე დაუკავშირდა ზესტაფონის პოლიციას, რეკავდა პროკურატურის ცხელ ხაზზე, – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოფისში. სალომე ყოფილი მეუღლისგან ითხოვდა დაცვას, თუმცა გამოძიება ამ საქმეზე არასდროს დაწყებულა.

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილ ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved