• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:33 08-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,104

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

“გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, “ქოცი” პირველად მე ვახსენე, “ევსაქებიც” ჩემი შერქმეულია (“დემსაქებს” ეძახდნენ ერთ პარტიას, დემოკრატიული საქართველო ერქვა და იმის ანალოგიით). “გაიხარეთ” დათო აქუბარდიას და მაია ასათიანის გაპოპულარებულია, “ორკესტრირებული” კი მამუკა ხაზარაძემ შემოიტანა, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო, რადგან “ლოკაციას” აუმხედრდა მაშინ საზოგადოება და ეს სიტყვაც წმენდაში მოჰყვა. ჩვენი ბიუჯეტი “ტრანსპარენტული” და გამჭვირვალეაო (ანუ, ორი სხვადასხვა სიტყვა ეგონა) სანამ ფინანსთა მინისტრი იყო შევარდნაძის დროს, ყმაწვილი მიშა ჭჯუასელი, სულ ამას გაიძახოდა, ხოლო “მიჯირყვნა” იმ ბრძენმა კაცმა სოფლის დონის მოხმარებიდან საქვეყნომდე აიყვანა . “ის ბრძენი კაცი” ღარიბაშვილმა უწოდა, მაგრამ ახლახან ასევე მოიხსენია ჩინეთის პრეზიდენტიც. ეს ამბავი შეუმჩნევლად არ ჩაივლის, მოხვდება ყურებში.
აი, “ნაცის” პირველმთქმელს ვერ მივაგენი:)
“მაგარი” ერთმა კაცმა გააოფიციალურა. მერე გეტყვით. არასდროს თქმულა მანამდე ბეჭდვითი თუ საეთერო ფორმით, რომ მაგარი პროექტია, მაგარი სახლი აშენდა, მაგარი მინისტია, სპორტსმენია თუ კერძია, მაგარი მუსიკაა. არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა. მომიყვანეთ (დაგუგლეთ ან მოიძიეთ სადმე დაბეჭდილი), თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ოციოდე წლის წინ ეს სიტყვა სადმე მხოლოდ ჟარგონი არ იყო და კარგის აღმნიშვნელად ოფიციალურად გამოიყენებოდა.
ზოგი სიტყვა კომეტასავითა, გაჩნდება და ჩაიქროლებს, ზოგი მუდმივად რჩება (სამწუხაროდ).
ვერ გეტყვით, მომავალში “ქოცი” გაქრება თუ არა. იმდენად ცუდი კვალი დაამჩნია ჩვენს ცხოვრებას, რომ შეიძლება მახსოვრობას დიდხანს შემორჩეს ან შეიძლება იგივე დაემართოს, რაც “მოქკავშირს”. დღეს არავინ იცის რას ნიშნავს “მონკავშირი”. ამ სიტყვით მონადირეთა კავშირს მოიხსენიებდნენ ზოგადად, მაგრამ მერე მოქალაქეთა კავშირს შეერქვა, როგორც მონათა კავშირს.
სიტყვების ცვალებადობაში ასახული ცხოვრების შესახებ კვლევა მომავალი ლინგვისტ-პოლიტიკოსების საქმეა. საინტერესო გამოვა;)
გაიხარეთ!:))”
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved