• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დადასტურდა”; “ვერ დადგინდა”; “არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება” – ადვოკატის სიტყვა 11 პირის პროცესზე

ალია ავტორი - ალია
16:32 08-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

სასამართლოს, სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილსი ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც 11 პირის პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობს, მიმართა და თქვა:

„14 მოწმიდან 7 მოწმე 2024 წლის 01 დეკემბერს არ დაზიანებულა, დანარჩენი 7 მოწმიდან მხოლოდ 2 იმყოფებოდა 2024 წლის 01 დეკემბერს გამთენიისას, დანარჩენი ხუთი საღამოს. დარჩენილი 2 მოწმიდან, არცერთი არ იმყოფებოდა ინგოროყვას ქუჩაზე.
შესაბამისად, თუ ჩვენ გიორგი ტერიშვილს ვედავებით, რომ შესაძლოა დაეზიანებინა ან საფრთხე შეექმნა რომელიმე პოლიციელისთვის, იმ პირობებში როცა არც ორგანიზებულობა დავადგინდეთ, არც ნასროლი საგნის ფორმა, წონა და მახასიათებლები და არც მოწმე მოვიყვანეთ, რომელიც დაზიანდა ამ ქუჩაზე ამ დროს და ამ დღეს, მაშინ ვის შეუქმნა საფრთხე?“, – ამბობს ადვოკატი (პუბლიკა)

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, გიორგი ტერიშვილის მიმართ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მონაწილეობას ორგანიზებულ დანაშაულის ჩადენაში.

მისი თქმით:

  • არ არის დადასტურებული რაიმე სახის კონტაქტი გიორგი ტერიშვილსა და სხვა პირებს შორის,
  • საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ გიორგი ტერიშვილი იცნობდა ბრალდებაში ნახსენებ პირებს, მათ შორის ე.წ. ორგანიზატორებს ან ხელმძღვანელებს.
  • ვერ დადგინდა, რომ გიორგი ტერიშვილი ასრულებდა ვინმეს მითითებებს. მოწმის მიერ გამოყენებული სიტყვა „შესაძლოა“ ვერ წარმოადგენდა ბრალის დამამტკიცებელ საფუძველს, რადგან მხოლოდ ვარაუდს ეფუძნებოდა და არა ფაქტს,
  • წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ გიორგი ტერიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მარტო, არ ესაუბრებოდა არავის, არ იყენებდა საკომუნიკაციო საშუალებებს.
  • მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ორგანიზებული ქმედების დადასტურება გამორიცხულია.

დამატებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი სხვა არსებითი მტკიცებულება – მოწმის ჩვენება, ამოცნობის ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოყენებული შეიძლება ყოფილიყო.
სასამართლო პრაქტიკის თანახმად, როდესაც პირი მოქმედებს სპონტანურად, კონკრეტულ დროსა და სიტუაციიდან გამომდინარე, ეს გამორიცხავს მის ქმედებას ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობად.
სწორედ ეს დასტურდება მოცემული საქმის მასალებითაც – გიორგი ტერიშვილის ქმედება იყო ერთჯერადი, სპონტანური და არა წინასწარ შეთანხმებული ან ორგანიზებული.
…სახელმწიფო ბრალდებას უნდა წარმოედგინა, ფარული ჩანაწერები, სადაც გიორგი ტერიშვილი ესაუბრება, რომელიმე ხელმძღვანელს, ორგანიზატორს ან მონაწილეს, რა დროსაც ისინი მისცემდნენ კონკრეტულ მითითებას, ხოლო გიორგი ტერიშვილი განახორციელებდა მას.
ბრალდებას შეეძლო წარმოედგინა გიორგი ტერიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი ან საინფორმაციო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არსებობის შემთხვევაში დადასტურდებოდა გიორგი ტერიშვილის მიერ კონკრეტულ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა.
ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ რომ გიორგი ტერიშვილი ჩართული იყო ორგანიზებულ ქმედებებში.
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვერც წარმოადგენდა, ვინაიდან ბუნებაში აღნიშნული შინაარსის მტკიცებულებები არ არსებობს”, – განაცხადა ჩომახაშვილმა. (პუბლიკა)

ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved