ამერიკელმა ექსპერტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯეიმს კობიმ კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
„მე ის გავსინჯე. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, მეტი სპეციალური კვლევაა საჭირო, მე შემიძლია დავნიშნო ეს კვლევები და შემდეგ ბევრი გზა არსებობს მოსაგვარებლად, ბევრი მისი პრობლემა განკურნებადი და სათანადოდ მოგვარებადია. მიუხედავად იმისა, რომ ის არის პატიმრობაში მყოფი პაციენტი, მან უნდა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ის ასე ცუდად იყოს, ჩვენ ვიმუშავებთ ამის შესაცვლელად“, – განაცხადა ექიმმა.
კომენტარები