• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება“ – ოფროუდერი მაო გოშაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
17:27 12-24-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

შვილები, მეგობრები და დიდი მხიარულება სახლში – ეს არის ერთადერთი საახალწლო ტრადიცია, რასაც პირველი ქართველი ოფროუდერი ქალი, მაო გოშაძე არასდროს ღალატობს. როგორც თავად ამბობს, გრანდიოზული საახალწლო სამზადისისა და საყიდლებზე სიარულის ნაცვლად, ცდილობს, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროს.

მაო გოშაძე, ოფროუდერი:„ჩემთვის მთავარი დღესასწაული შობაა და ძირითადად ამ დღეს აღვნიშნავ, თუმცა ახალი წელი თავისი მხიარულებითა და ფერადოვნებით, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. საახალწლო პერიოდში ვცდილობ, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, თბილისში ან ქალაქგარეთ გავატარო.

ზოგიერთ ადამიანს სახლში ფუსფუსი და კერძების მომზადება მოსწონს, თუმცა მე მათ რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები. სადღესასწაულო სუფრისთვის ყოველთვის ვყიდულობ ბევრი სახეობის ყველს, რასაც წითელ ღვინოსთან ერთად მივირთმევთ. ასე გამოიყურება ჩემი საახალწლო სუფრა, რითაც მეც ბედნიერი ვარ და სტუმრებიც“.

მაო ფიქრობს, რომ ახალი წელი ის დროა, როდესაც ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ნებისმიერი გზით იზეიმოს, თუმცა მაინც არსებობს ერთი საერთო წესი, რომლის დაცვისკენაც ყველას მოუწოდებს – არასდროს მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში. სწორედ ამ მიზნით შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანიას. ამბობს, რომ ნასვამი მძღოლები არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც უქმნიან საფრთხეს.

მაო გოშაძე, ოფროუდერი:„სხვადასხვა არგუმენტი მომისმენია თავის გასამართლებლად: „კარგი მძღოლი ვარ“, „მოკლე მანძილი მაქვს გასავლელი“, „ვაკონტროლებ სიტუაციას“ და ა.შ.

დამერწმუნეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას არ სჭირდება დიდი მანძილის გავლა. საჭესთან მყოფ არაფხიზელ ადამიანს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ზუსტად 2 მეტრის გავლის დროსაც შეუძლია“.

რამდენიმე შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ოფროუდტურების დროს, დამღლელი დღის ბოლოს ივახშმეს და ზოგიერთმა მეგობარმა ალკოჰოლური სასმელიც დალია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ასეთ დროს ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მძღოლს აზღვევენ – არ სვამენ, შეუძლიათ მისი შეცვლა და ავტომობილის მართვა.

მაო გოშაძე, ოფროუდერი:„ჩემი აზრით, არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება, რადგან „მაგრობა“ არ არის მხოლოდ საჭის ტრიალი. მჯერა, რომ ყველაზე მაგარი ხარ მაშინ, როდესაც იცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ავტომობილს მართავ კულტურულად, გზას უთმობ სხვას, რათა არ შექმნა საავარიო სიტუაცია და, რა თქმა უნდა, არ ჯდები საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია სწორედ ამ მანკიერ ქცევას ეხმიანება და მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

ნათი კაბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:„საახალწლო პერიოდში, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების რაოდენობა იმატებს, გვინდა, საზოგადოებას რეგულარულადშევახსენოთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ მართონ. გვჯერა, სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. სწორედ ამიტომ ამ ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა გავიაზროთ და გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს“.

დღესასწაულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. გახსოვდეთ – საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved