• რეკლამა
  • კონტაქტი
07:24, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ არის შეზღუდვების გახანგრძლივება საჭირო… კომპენსაცია – 200 და 300 ლარი, ეს არის ერთ მაღაზიაში შესვლის თანხა – ბიძინა კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
16:00 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არარაციონალურად მიაჩნია შეზღუდვების გახანგრძლივება იმ დროს, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურებულია და კორონავირუსის პიკი გადავლილია.

„საერთოდ, შეზღუდვებთან მიმართებით მომხრე ვარ, რომ ზოგადად, თანმიმდევრული პოლიტიკა იყოს გატარებული. რასაკვირველია, შეზღუდვების შემოღების საწყის ეტაპზე მთლიანობაში დავუჭირეთ ჩვენ მხარი, რომ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, რადგან სხვანაირად გარდაუვალი იქნებოდა ეპიდემიის მართვის ასე ვთქვათ, ტრაექტორია. თუმცა ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, არც თუ ისე სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, ჩვენ მივეცით ნებართვა ასე ვთქვათ, სავაჭრო სივრცეებს, გახსნილიყვნენ და წინასაახალწლო პერიოდში ყოფილიყო ის, რაც ყოფილიყო.

არსებობს რაღაც ასეთი არაფარმაკოლოგიური ინტერვენციის სახეობები, რომლებიც ეპიდემიის ტრაექტორიაზე ძალიან ეფექტურად მოქმედებენ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან აზიანებს და აზარალებს. ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე სერიოზული გულისტკივილი ამ ტიპის რეგულაციებს შორის არის მაღალეფექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დამაზიანებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ახალგაზრდა თაობა და სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, მაღაზიამდე მიღწევაც კი, ხანდახან სასურსათო მაღაზიამდეც. აღარ ვამბობ საავადმყოფოში ახლობლის მონახულებაზე. ეს არის უზარმაზარი და უსერიოზულესი ჰუმანიტარული პრობლემა. ამიტომ ამ ტიპის შეზღუდვების გახანგძლივება მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია.

ვერ ვხედავდი იმ ტრაგედიასაც და თავის დროზე ამასაც დავუჭირე მხარი, რომ შაბათ-კვირის მობილობა, რაც ბუნებრივად იზრდება, აკრძალულიყო და ორშაბათიდან პარასკევამდე იმავე პრინციპის დაცვით, როგორც იყო დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის სამამდე, გახსნილიყო ისევ და მისცემოდათ ადამიანებს თავისი ლუკმაპურისა და ხელფასის გამომუშავების შესაძლებლობა. ამიტომ, მე ამ თვალსაზრისით, ასეთი ფორმით ახლა შეზღუდვების გახანგძლივება არ მიმაჩნია რაციონალურად.

რეგულაციების დაცვით, რასაც ასე თუ ისე მიეჩვია მოსახლეობა, მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც სწორად მართა ეს და მენეჯმენტი კარგად იყო განხორციელებული, რიგები კონტროლდებოდა და ძირითადი ესენციალური საჭიროების დროს ადამიანები მიდიოდნენ. მესმის, ახლა შეიძლება ყოველდღიურად არ უდგას ადამიანს ტანსაცმლის შეცვლის საჭიროება, მაგრამ იგივე იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასის პრობლემა რომ დაუდგეთ, ეს ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება. მესმის, სახელმწიფოს კომპენსაცია- 200 და 300 ლარი ეს არის ასე ვთქვათ, ერთ მაღაზიაში შესვლის თანხა. ამიტომ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვათ, ახლა იყო აუცილებლობა. აი, ამ პრინციპებით შეგვეძლო, რომ ის დაპირებული შეზღუდვების მოხსნა შაბათი-კვირის გამოკლებით განხორციელებულიყო 16-დან“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კითხვაზე: „მოახდენდა თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდვითარებაზე გავლენას“, კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ დრამატული გავლენა ვერ ექნებოდა, ვინაიდან მოსახლეობის 15-20-პროცენტიანი ინფიცირების შემდეგ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ბუნებრივადაც იკლებს.

„ისეთ დრამატულ გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან გარკვეულწილად, საზოგადოებაში პანდემიის თუ ეპიდემიის გავრცელების დროს (ეს ესეა, ევროპის გამოცდილებამაც აჩვენა), ერთი ტალღის ჩათავებისთვის დაახლოებით მოსახლეობის 15-20-პროცენტიანი ინფიცირება საკმარისია ხოლმე, როდესაც ის ბუნებრივადაც იკლებს. ჩვენ მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხომ ვერ ვიცხოვრებთ. ამიტომაც, უნდა მივაჩვიოთ ადამიანები წესრიგს, ამ პრინციპებით ცხოვრებას, ბიზნესს უნდა დავავალდებულოთ უფრო მეტი ასე ვთქვათ, აქტივობა, პროაქტიურები უნდა ვიყოთ ამ მხრივ. ასევე, მაგალითად, ამერიკის ბევრ შტატში ადამიანები ადრე მიდიან რესტორანში და ნახევარი საათით ადრე ელოდებიან თავისი ანტიგენის ტესტის პასუხს. ასეთ პირობებში, თუ პასუხი ნეგატიურია, უშვებენ რესტორანში. ამიტომ, ჩვენ ასეთი გამოსავალი, ადაპტაცია თუ არ ვიპოვეთ, მუდმივად იქნება ეკონომიკური და არა მარტო რეცესია ქვეყანაში. განათლების რეცესია რომ არის უკვე, გასაგებია. სკოლა რომ არ მუშაობს, მესმის, ეს სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვიშეზღუდვები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved