• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალდება წაუყენონ” – შს მინისტრის მოადგილე

ალია ავტორი - ალია
16:25 09-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

“არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებული პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს – ზურაბ მახარაძე იქნება თუ სხვა, თუკი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება რეაგირება, ” – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 5-6 ივლისის მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბარი გაუგებარია იმ ფონზე, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში.

“5-6 ივლისის მოვლენებზე შსს აქტიურ გამოძიებას ახორციელებს 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და 31 პირი უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პირის მიმართ რომ ბრალის წაყენების შესაძლებლობა დადგეს და მისი პასუხისგება მოხდეს, საჭიროა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები.
მე რამდენადაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს პირს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ბრალის წაყენება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
 როგორც ჩემთვის ცნობილია, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს. გაუგებარია პოლიტიკურ ნიშანზე საუბარი მაშინ, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში, მათ შორის, იმ პირებზე, რომლებზეც საუბრობენ, რომ სახელმწიფო არის მათ მიმართ შემწყნარებელი, მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, არაერთი ნივთი იქნა ამოღებული, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება.
სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ მას აქვს მხოლოდ დასრულებული სისხლის სამართლის საქმეებზე მასალების გაცნობის შესაძლებლობა, თუ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები და მას ექნება შესაბამისი საპროცესო უფლებები, მოხდება მისთვის მასალებიც გაცნობა. 700- მდე ადამიანია გამოკითხული, არაერთი მტკიცებულებაა დამატებული საქმეში, გაჭიანურებას რას ეძახით, არ ვიცი,”- განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved