• რეკლამა
  • კონტაქტი
11:50, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ არის აკრძალული რუსული ხორბლის ექსპორტი საქართველოში…” – მინისტრის თქმით, ალტერნატივაზე მაშინ გადავალთ, თუ არ იქნება რუსული ხორბალი

ალია ავტორი - ალია
05:38 03-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
410

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითავშვილმა იმედის ეთერში, თქვა:

“ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ჩვენ გარკვეული მარაგი ყოველთვის უნდა გვქონდეს. ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ ორი თვის მარაგი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტიც იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს გადაწყობა და იმპორტიორებმა შეძლონ ალტერნატიული წყაროებიდან მომარაგება. საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ალტერნატიულ მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა. რუსეთთან ერთად საქართველო ყოველთვის მარაგდებოდა რეგიონის რამდენიმე ქვეყნიდან, ეს იყო უკრაინა და ყაზახეთი. რუსეთი იყო ფასებით ყველაზე კონკურენტუნარიანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც მათ მნიშვნელოვნად გაზარდეს ხორბლის წარმოება და პირველი ექსპორტიორები გახდნენ. ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა დღეისათვის, თუ არ იქნება რუსული ხორბალი.

დღეისთვის არ არის აკრძალული რუსული ხორბლის ექსპორტი საქართველოში, თუმცა ბევრი სამრეწველო პროდუქტი რუსეთმა აკრძალა, მათ შორის, საქართველოში ექსპორტი აიკრძალა და ეს ჩანაცვლდება ძირითადად ჩინური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციით. პერიოდულად ჩვენ ვიღებთ ამერიკულ ხორბალს, ასევე არის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა.”

თუ არსებობს ალტერნატივა, რატომ ვყიდულობთ მაინც რუსულ ხორბალს და არის თუ არა რეალური სხვაობა ფასში და კონკრეტულად რამდენია – ამაზე მინისტრს არ უსაუბრია. როგორც ჩანს, ხორბლის შემოტანის ალტერნატიულ გზებზე მანამდე არ ვიფიქრებთ, სანამ თავად რუსეთი არ აკრძალავს ექსპორტს…

თეგები: ლევან დავითაშვილირუსეთ-უკრაინის ომიხორბალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved