• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქვს მოსამართლეს იურისტის დიპლომი? – რატომ არ პასუხობს ადვოკატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და რა დარღვევით დაინიშნა სახელაშვილი მოსამართლედ?

ალია ავტორი - ალია
19:57 11-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

მზია ამაღლობელის ადვოკატები უკვე თვეებია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ეს საკითხი ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს.

ცნობისთვის, ამა წლის 18 მარტს, მოსამართლე სახელაშვილმა თავადვე დაადასტურა, რომ მას სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს, მიუხედავად ამის, იგი სწორედ, სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. სწორედ ამის შემდეგ დადგა საკითხი, დასტურდება თუ არა საერთოდ მისი იურიდიული განათლება.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, არც იუსტიციის საბჭო და არც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნინო სახელაშვილის იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს არ ასაჯაროებს.

ადვოკატების თქმით, არის თუ არა სახელაშვილი სისხლის სამართალში კვალიფიცირებული, მზია ამაღლობელის დაცვის მხარისთვის უმნიშვნელოვანეს გარემოებას წარმოადგენს.

მაია მწარიაშვილის თქმით, ის ინფორმაცია, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული  ნინო სახელაშვილის შესახებ, აჩენს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აკმაყოფილებს მისი კვალიფიკაცია საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved