ჟურნალისტი დავით აქუბარდია, თავის სტუდიაში, სტუმარ გუბაზ სანიკიძესთან ერთად შეზღუდვებზე საუბრობდა – “ძაან ცუდად იქცევიან, დღეს “რუბილნიკი” დამეწვა – სად ვიყიდო? აამუშავეთ ეს ელიავას ბაზრობა, რისი გეშინიათ? აკონტროლეთ.”
დაახლეობით ერთი კვირის წინ, დავით აქუბარდიამ პრემიერს მიმართა – ვერ ხედავთ თმა რომ მაქვს შესაჭრელი? “პარიკმახერი” მყავდა ქეთინო, ვთხოვე და უარი მითხრა.
ამის შემდეგ მალევე გამოჩნდა ადამიანი, რომელიც თავად დაუკავშირდა ბატონ დავითს და თმაც შეჭრა.
იმედია, “რუბილნიკის” პრობლემასაც ვინმე მოუგვარებს.
კომენტარები