• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქციაზე დაკავებული ზურაბ გოგიძე ნაცემია – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
13:42 11-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

გომელაურის თანამშრომლების მიერ დღეს დილით დაკავებული დემონსტრანტი 44 წლის ზურაბ გოგიძეა. კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა უფლებამდაცველმა რამდენიმე წუთის წინ მონახულა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება. როგორც გოგიძემ ადვოკატს უთხრა, ეს დაზიანებები მას პოლიციელებმა დაკავებამდე მიაყენეს. დაკავებულის ინტერესების დამცველი მომხდარის გამოძიებას სპეციალური საგამოძებო სამსახურისგან ითხოვს.

დაკავებულს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, სახის მიდამოში, მარცხენა თვალთან აღენიშნება დაზიანებები, სისხლჩაქცევები, როგორც თვალბუდეზე, ასევე თვალბუდის ზედა ნაწილში. როგორც თვითონ განმარტა, აღნიშნული დაზიანებები მას მიაყენა რამდენიმე პოლიციელმა უშუალოდ დაკავებამდე. როგორც თვითონ განმარტა, თავისი ნებით აპირებდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლების მანქანაში ჩაჯდომას, თუმცა იქამდე, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ეს დაზიანება სწორედ მიყენებული აქვს ამ დროს. 

რაც შეეხება დაკავების საფუძველს, დაკავებულის ოქმიდან როგორც ირკვევა, დაკავებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას.

პოლიციელების მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ამასთან დაკავშირებით გამოკითხვის ოქმში თვითონ დეტალურად ისაუბრებს მაშინ, როდესაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კონკრეტული გამომძიებელი მასთან შევა გამოკითხვის მიზნით, – ამბობს ადვოკატი.

გომელაურის უწყებამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა – 44 წლის კაცს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს ამტკიცებს, რომ ბრალდებული პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved