დღეს, 27 აპრილს 17:00 ზე თბილისში (სახელმწიფო კანცელარიასთან) და ბათუმში (საკონსტიტუციო სასამართლოსთან) დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქციები გაიმართება.
„დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიკვდილს. სახელმწიფოს უმოქმედობის გამო ყოველ წელიწადს იღუპებიან ბავშვები.
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ვითხოვთ აუცილებელი პრეპარატების შემოტანას, კვლევების და მკურნალობის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
















კომენტარები