„საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები“ – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალისთვის დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა.
„სიმბოლურად აქცია დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება აქცია, როგორიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი აქცია. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამ აქციის მთავრი მიზანი, დავანახოთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კომენტარები