• რეკლამა
  • კონტაქტი
20:51, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე – “დეპრესიაშია საზოგადოება!ძალა მოვიკრიბოთ რომ საერთო მისიის გარშემო გავერთიანდეთ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:37 04-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
501

დღეს, 3 აპრილს საქართველოს პარლამენტთან უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ აქციის მიზანი არა რომელიმე პარტიის, სამოქალაქო პირის ან პოლიტიკოსის წინ წამოწევა, არამედ პასუხისმგებლობის გააზრებაა, რომ “ყველაფერი უბრძოლველად არ დავთმოთ”.

“ვართ საფრთხის წინაშე, რომ ძალიან ცოტა ხანში თბილისიდან 40 კილომეტრში გავიდეთ და გვითხრან, რომ იქ რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაციის საზღვარია. ერთია, ჩვენ რას ვაღიარებთ და რას არა, მაგრამ მეორეა, როგორი შეურაცხყოფა შეიძლება მოგვადგეს მაშინ, როდესაც ასეთი რამ ხდება და ჩვენ ხმას არ ვიღებთ, იმიტომ, რომ ხელისუფლება გვყავს, რომელიც ბუჩქებშია ჩამალული.

დღევანდელი აქციის მიზანი არ არის რომელიმე პარტიის, რომელიმე სამოქალაქო პირის ან რომელიმე პოლიტიკოსის წინ წამოწევა. დღევანდელი აქციის მიზანია, ჩვენ ყველამ ერთად გავიაზროთ, რამხელა ფასია გადახდილი იმაში, რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყავით და რამხელა პასუხისმგებლობა გვაწევს, რომ ეს ყველაფერი უბრძოლველად არ დავთმოთ და ყველამ ერთად კარგად გავიაზროთ, რატომ ღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა, რატომ არ გვაქვს სასოწარკვეთის უფლება და რატომ უნდა გავიტანოთ ის ესტაფეტა, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს და ბევრი სისხლი დაღვარეს. ეს აქცია მიძღვნილი იქნება იმ ისტორიული მისიისთვის, რის გამოც ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა. დეპრესიაშია საზოგადოება და მგონია, რომ დიდი მიზნის დანახვებით შევძლებთ, ძალა მოვიკრიბოთ და საერთო მისიის გარშემო გავერთიანდეთ”. – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved