დღეს, საღამოს 21:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება და მოქალაქეები კომენდანტის საათს გააპროტესტებენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები მთავრობას შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შენობების პიკეტირებას აანონსებენ.
ცნობისთვის, დღეს მოქალაქეებმა მთავრობის ადმინსტრაციასთან კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვები გააპროტესტეს.
კომენტარები