ბიუ ბიუს ქათმის მწარმოებელი კომპანია “ჩირინა”, რომელიც ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია საქართველოში, 2013 წლიდან ყოველწლიურად აქტიურად თანამშრომლობს ქართველ ფერმერებთან და იბარებს ქართულ მიწაზე მოყვანილ სიმინდსა და ხორბალს ადგილობრივი წარმოების ქათმების გამოსაკვებად.
წლის განმავლობაში ქათმების საკვებად ნედლეულის მოხმარება 9 000 ტონა ხორბალსა და 20 000 ტონა სიმინდს შეადგენს.
პრიორიტეტულია ქართულ მიწაზე მოყვანილი მარცვლეულის მიღება, რაც საქართველოს ფერმერებს აძლევს დამატებით მოტივაციას წლიდან წლამდე გაზარდონ ხორბლისა და სიმინდის წარმოება, რადგან მიღებულ მოსავალს მოახდენენ გარანტირებულ ჩაბარების პუნქტში. ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.
2022 წლის შემოდგომისთვის, კომპანიამ საჭორო მარცვლეულის მარაგების ხორბლის 100 % საქართველოს ფერმერებისგან შეიძინა, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი სიმინდის მიღება, რომლის 10.000 ტონა უკვე შევსებულია.
კომენტარები