• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აქედან იკვრება ჯაჭვი… ანუ მიშა გაწირეს!“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
22:55 01-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
415
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:
„მიხეილ სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ
საააკაშვილის
ბოლო ინტერვიუმ ბევრი კითხვა დაბადა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება მისი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასთან რუსეთის აგენტურის დაკავშირებას.
ლოგიკურად გამოდის, რომ მას ეჭვი შეაქვს იმ ხალხში, ვინც ახდენდა მისი საქართველოში ჩამოსვლის ორგანიზებას.
სამართლებრივად ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის დადასტურებული, რომ გენერალი გია ლორთქიფანიძე იყო მისი გამომგზავრების ორგანიზატორი. როგორც ამბობენ, ეს კაცი ჯერ იგორ გიორგაძის დაცვის წევრი იყო, ხოლო შემდეგ ვანო მერაბიშვილის მოადგილე, თვითონ ნაცები იმასაც არ უარყოფენ, რომ ლორთქიფანიძე კეზერაშვილის კლანის წევრია.
აქედან იკვრება ჯაჭვი, რომ მიშა დაარწმუნეს მისი საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოობაში, ხალხის მასობრივი მხარდაჭერის გზით რევოლუციის მოწყობისა და ხელისუფლების დაბრუნების რეალობაში და ეს ყველაფერი რუსული ძალების ჩარევით მოხდა.
პრინციპში, თვითონ სააკაშვილის აზრებიც დაახლოებით აქეთკენ მიიმართება და ის ფაქტი, რომ მას საქართველოში არავინ დახვედრია, კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ამ ეჭვებს.
ანუ მიშა გაწირეს!
რჩება იმის გამორკვევა და დადასტურება კონკრეტულად ვინ იყვნენ დასახელებულების გარდა სხვა პირები და რა იყო მათი საბოლოო მიზანი.
ამ მოსაზრების საფუძვლიანობას ისიც ადასტუერებს, რომ სააკაშვილის ოჯახი ნაცების თავმჯდომარის არჩევნებში მხარს უჭერს არც გამოკვეთილ ლიდერებს (მელია და ხაბეიშვილი), არც ნონა მამულაშვილს (უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის დას), არამედ აშკარა აუტსაიდერ გიორგი მუმლაძეს.
ეს ფაქტობრივად განაცხადა კიდეც სააკაშვილის ძმამ დავითმა, რომელსაც უარი არ უთქვამს მუმლაძის მიერ მისთვის პარტიის გენერალური მდივნის პოსტის შეთავაზებაზე.
მიშა ალბათ ყველანაირად ეცდება, რომ არცერთი კანდიდატის და მათი მომხრეების მხარდაჭერა არ დაკარგოს, რადგან ეს ოთხეული შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, ნაცების პარტიის რეალური ლიდერი, რომლის პოზიციაც ყველას მიერ უსიტყვოდ იქნება გაზიარებული, მხოლოდ სააკაშვილი იქნება და სხვა არავინ.
ფაქტია ისიც, რომ ნაცმოძრაობის დღევანდელ ლიდერებს მიშა ციხეში სჭირდებათ იმისათვის, რომ მუდმივად იტივტივონ და წინა პლანზე იყვნენ პოლიტიკური თატრის სცენაზე.
ამ პოზიციებშიც არ ემთხვევა ნაც.მოძრაობის ინტერესები მიშას ინტერესებს.
საკუთარი პარტიისგან განსხვავებით მიშას მხოლოდ თავისუფლება სჭირდება, რისთვისაც ყველა ზომას მიმართავს – წამებულის პოზაში მყოფის სიმულაციით, მანიპულაციებით და მსახიობობოთ დაწყებული და საერთაშორისო ლობისტური კამპანიების მძლავრი მხარდაჭერით დამთავრებული.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved