• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქამდე საჯაროდ არ მომიყოლია, ყველაზე მძიმე ისაა, რო ბავშვის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი… – ანი სუბელიანი

ალია ავტორი - ალია
13:50 04-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

სამოქალაქო აქტივისტი, ანი სუბელიანი:

აქამდე საჯაროდ არ მომიყოლია, უკვე მგონი მივეჩვიე კიდეც ეგეთ ამბებს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ წინა ბინა სადაც მქონდა ნაქირავები, უბანში რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი, გაჭრილი გინებით, ყვირილით, მოახლოვებით და “პიდარასტების დამცველოს” ძახილით. კონფლიქტის დაწყების საბაბი ის იყო, რო ძაღლს სტადიონზე ვარბენინებდი, მაგრამ ცხადია ეს საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი და წამოსროლილმა ფრაზებმა, და “ეს ხო იცანი შეჩემა” გადალაპარაკებებმა ამაში დამარწმუნა.

ყველაზე მძიმე ისაა, რო ბავშვის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ კაციშვილი არაა, ვინც მხარს დაგიჭერს, სიტყვას შეგაწევს. ვინც სწორად აფასებს სიტუაციას, ისიც კი ისეთი შეშინებულია, რო ყველაზე დიდი, მეორე დღეს მოვიდეს და გითხრას, ნწ ნწ ნწ, ეს რა დღეში ჩაგაგდეს, გიჟები არიან ეგენიო. კიდევ უფრო სევდიანია ისიც, რომ პოლიცია არც გამომიძახებია. სამწუხაროდ, ვისწავლე, რომ თუ მაინცდამაინც თავი არ გამიხეთქეს, ისე უბრალოდ გაწვალებენ, საათობით გაწელავენ ერთი ოქმის დაწერას, ნერვებს დაგაგლიჯავენ, გამოგიშვენებ და არაფერი არ მოხდება მაინც.

საბოლოოდ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, მე და დადა კი ფსიქოლოგის დახმარებით ვცდილობთ ტრავმების მოშუშებას.

ახლა ჩემს მეგობრებს გადახდათ ამაზე ბევრად მძიმე, ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმა, მთელი სამეზობლო შეკრული და ამხედრებული მათ წინააღმდეგ. დანის ტრიალი და სიცოცხლის მოსპობის მუქარები. და კვლავ არავის აღელვებს ბავშვი.

ვახო სანაიას ამბავიც მახსენდება, პატარა სანის თვალწინ რეები იკადრეს ნაძირლებმა.

ხოდა, არ ვიცი რა არის ჩვენი საშველი მართლა. სახლში არავის უვარდებიანო და კი, სახლშიც გვივარდებიან, ბავშვებსაც არ ინდობენ, არაფერი წმინდა მართლა არ გააჩნიათ ამ ნაძირლებს და ხელისუფლებაც კარგად იკვებება იმ ძალადობით, რომელიც ისედაც არის ჩვენს დამპალ საზოგადოებაში. იკვებება და დღითიდღე აძლიერებს მას.

თეგები: ანი სუბელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved