პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
მაინც მიკვირს…
ადამიანს მოკრძალებით, ზრდილობიანად და ეთიკურად, აბსოლუტურად სამართლიანად რომ გაეკრიტიკებინა სასილიერო იერარქთა და მსხვილ მიწათმფლობელთა, ბანდიტ ბიზნესმენთა ურთიერთობები; იერარქთა და სოკარის, “ჯორჯიან მანგანეზის”, “ენკას”, “ჯიემჯის” ურთიერთობები, მას “ეკლესიის მაგინებელს” უწოდებდნენ და მისი სოციალური სიკვდილის ორგანიზებას დაიწყებდნენ.
დღეს კაცმა, რომელსაც არც სამეგობროში, არც სამეზობლოში, არც სანათესაოში, არც უბანში, არც ქალაქში, არც პოლიტიკაში, არც კოლეგებში არ მოიხსენიებენ პატიოსან, ღირსეულ, კეთილშობილ, სამართლიან ადამიანად, დედა აგინა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს, მთელი ბანდა აჰყვა მას… ერთი შენიშვნა არ მიუციათ ბოროტი კაცისთვის, ერთხელ არ აუწევიათ მისთვის ყური… პირიქით, აყვნენ და “ეკლესიის მცველთა” კიბერარმიების მობილიზებით თავადაც თავზე ახურავენ ყველაფერს მაღალყოვლადუსამღვდელოესს.
აქამდე “ქართული ოცნება” ქულებს ხომ იმით იწერდა, რომ “ეკლესიის გინებას” ებრძოდა, “ეკლესიის გინებას” დაუშვებლად მიიჩნევდა.
დღეს მათ გვითხრეს, რომ “ეკლესიის გინებაც” მოსულა, ოღონდ შერჩევით… ვინც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არის, ყველას გინება შეიძლება, მათ შორის იმ მიტროპოლიტის, რომელიც ნახევარი საუკუნეა ეკლესიაში მსახურობს, რომელსაც ცხრა ეპისკოპოსი აბარებს აღსარებას;
ღმერთმა შეუნდოს მარიამ ლაშხს…
ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატმა, ლაშხმა, მეუფე იობის სიტყვის კომენტირებისას, თქვა – ღმერთმა შეუნდოს.











კომენტარები