• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქ ვერ ამოიტანდა მარტო გვამს, შანსი არ არის” – რას ჰყვებიან მამის მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავები მედიასთან

ალია ავტორი - ალია
18:03 09-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

ფოტო – ტვ პირველი

ჰყავდა თუ არა თანამზრახველი მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს? ოჯახის ნათესავები ვარაუდობენ, რომ მარტო ამას ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა, ამიტომ არ გამორიცხავენ რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ.

ნათესავები საეჭვო დეტალებზე “პირველებთან” საუბრობენ და ამბობენ: 

მე უნდა მიმეცა 100 დოლარი უშანგისთვის, სანამ სოფელში წავიდოდა. სანდრო შემხვდა და აქ რომ შემხვდა, მე ვუთხარი მეთქი უშანგისთვის უნდა მიმეცა ფული-მეთქი და ბარემ მოგცემ-თქო, არ არის პრობლემაო. ასვლა თუ მოგიწევსო ამ სახლშიო, ჩემი ცოლის ძმა არისო, გოგოები ჰყავსო და წინასწარ დამირეკე სანამ ახვალო. მერე ვურეკავდი მე უშანგის, რომ სანდროს მივეცი ფული მეთქი, რომ მეთქვა, არ მიპასუხა, გამორთული იყო ტელეფონი. მერე ამბობდა სოფელში ხან არ იჭერსო და მეთქი არ იჭერს და იმიტომ ვერ ვუკავშირდები.

აქ ვერ ამოიტანდა სანდრო იმ გვამს შანსი არ არის. სანდრო სუსტია, მძიმესაც ვერ ასწევს. უშანგიმ მითხრა, უნდათ ჩემი ბიჭის ცოლის ძმებს მანქანებს შლიანო და ნაწილები დააწყონ აქო და ჯართში, რომ არ ჩააბარონ და მერე რომ გაყიდონო და მითხრეს შენ იქ უყარაულე რამე გაყიდე და ორ კაპიკს შენც მოგცემთო და არ მოვატანინე უარი ვუთხარი. პნევმატური თოფი აქვთ აქ, პნევმატური ეგ არაფერი არ არის, ადრე აქ იყო ეს თოფი რომ მოვედით, მერე წაიღეს და ახლა ისევ მოიტანა უშანგიმ ალბათ ჩიტებისთვის”. – ამბობს ოჯახის წევრი.

გარდაცვლილის ნათესავი ქალი “პირველებთან” ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავეს ნახევარძმისთვის არ უნდოდა ქონების გაყოფა და ამის გამო გაიმეტა მამა სასიკვდილოდ.

ერთ-ერთი ვერსიით, შვილი მამას ავჭალაში მდებარე კერძო სახლის გადაფორმებას სთხოვდა, უარის შემდეგ კი შვილმა ჯერ მამა მოკლა,  გვამი გადამალა, შემდეგ კი პოლიციასთან ერთად გაუჩინარებული კაცის ძებნა დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

14:07 01-21-2026
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
ახალი ამბები

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა

13:21 01-21-2026
სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

12:36 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved