• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქ ცხადდება, რომ უკრაინის მოსახლეობა დახმარებას რუსეთს სთხოვს” – რას ამბობს რუსეთში მცხოვრები ქართველი?

ალია ავტორი - ალია
17:26 03-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

“რაც რუსეთში ხდება, ვიგებთ ან ინტერნეტით, ან საქართველოდან” – გვწერს მოსკოვის შემოგარენში მცხოვრები ქართველი, ლელა ქეცბაია.

ლელა ათი წელია ქმარ-შვილით რუსეთში ცხოვრობს. ქმარი მცირე ბიზნესით არის დაკავებული. თვითონ დიასახლისია და მოსწავლე შვილის აღზრდით არის დაკავებული.

როგორც ის ჰყვება, ვითარება ძალზე დაიძაბა. მსხვილი და წამყვანი ბრენდების მიერ რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ, რუსეთში მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი. არის პანიკა და კოლაფსი.

ლელა ქეცბაია: ინფორმაცია ყოველ წამს არის, მაგრამ სიმართლე??? ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. აქაური ინფორმაციით, ყველაფერი პირიქითაა; აქ ცხადდება, რომ თითქოს უკრაინის მოსახლეობა დახმარებას რუსეთს სთხოვს.

რაც აქ ხდება, ვიგებთ ან ინტერნეტით ან საქართველოდან.

“უბრალო” ხალხმა მაინც ყველაფერი იცის. პროტესტის გრძნობა აქვთ. სხვაზე მეტად აგრესიულებიც არიან, მაგრამ ეშინიათ. ქუჩაშიც არ ლაპარაკობენ. დაზაფრული და დაშინებილია ხალხი.

ჩემოდნებზე სხედან. ბევრი ცნობილი რუსი უკვე გახიზნულია.

მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი. დახურულია ყველა ამერიკული და ევროპული სამოსის, ტექნიკის, ავტომობილის მაღაზია თუ კვების ობიექტი… თითოეულ მაღაზიაში, გინდ რესტორანში, 30-50 პერსონალი იყო დასაქმებული. და მოსკოვში ათასობით ეგეთი ადგილია. ამიტომ არიან დაპანიკებული.

ახლა საქართველო უნდა დადგეს მაგრად. მანდ ჩამოსულ რუსებს, ვფიქრობ, ფეხის მოკიდების საშუალება არ უნდა მიეცეს.

არადა, ამდენი ფულიანი ხალხი რომ ჩამოგადგება და მზადაა ყველაფერი იყიდოს, მოდი და რომ გიჭირს, ნუ მიყიდი. ჩვენი გაჭირვებული, ისევ გაჭირვებული დარჩება. საქართველოში ისევ გაძვირდება ყველაფერი – ბინა, მანქანა და ცხოვრება საერთოდ…

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved