• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აქ რა შუაშია ხელისუფლება, ერთი მითხარით?!.. ამით პრემიერი, მთელი მთავრობა გვატყუებს“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
21:33 11-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
275

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, ხელისუფლება ყოველდღე იძახის, ევროკომისიის  მთავარი მოთხოვნა დეპოლარიზაციააო და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა, მერე უმრავლესობის წევრების გამოსვლები და  კომენტარები, ოპოზიციის ხელაღებით ლანძღვა იყო, მეტი არაფერი. რასაც თავად სთხოვენ სხვას, იმას რატომ არ აკეთებენ?  რატომ აღრმავებენ დაპირისპირებას? გვახსოვს, ბატონო, რაც ხდებოდა 10 წლის წინ, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რაც მათი მმართველობის 10 წლის შემდეგ ხდება…

– ზრდილობა ჩვენს პოლიტიკას დიდი ხანია აკლია. როგორც ვატყობ, არც ამის მოთხოვნილება აქვს ვინმეს,  პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ამას პოლიტიკასთან მართლა საერთო არაფერი აქვს. ასეთი მიდგომებით, ასეთი კრიტერიუმებით განსაზღვრა, სიკეთის მომტანი არ არის  ხალხისა  და სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ჩვენ ოპოზიციად გვყავს „ქართული ოცნების“ განაყოფი. კრივშია, ხომ იცით, როდესაც მოკრივე  ბრძოლისთვის ემზადება, ვარჯიშზე სპარინგ-პარტნიორი ჰყავს, რომელსაც დააყენებენ და ეს მოკრივე ურტყამს და ურტყამს. აი, ეს არის ჩვენი ოპოზიცია,  „ქართული ოცნების“ სპარინგ- პარტნიორია. კრივში გამოიყენება ე.წ. მსხალი, სავარჯიშო საშუალება და მოკრივეები მასაც  ურტყამენ. ეს „მსხალიც“ ჩვენი ოპოზიციაა. ურახუნებს ამ „მსხალს“ „ქართული ოცნება“, ვარჯიშობს. მთელი ეს ინტერპელაციები, პრემიერის მისვლა პარლამენტში, ვხედავთ, რომ ოპოზიციის  მიმართ ასეთი დარტყმების კასკადია. მარტო ღარიბაშვილი არა, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პრემიერი, პარლამენტიდან  მუდამ გამარჯვებული მიდის ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.

– საკუთარი ამომრჩევლის თვალში ქულებს იწერენ ამით?

– კი, ეს  მათ ამომრჩეველზეც დადებითად მოქმედებს. თუნდაც ამ უუნარო ოპოზიციასთან იყოს გამარჯვებული, რადგან  გამარჯვებული ყველას მოსწონს. ოპოზიციის ამომრჩეველს, ოპოზიციისგან განსხვავებით, დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს,რომ „ქართული ოცნება“ ამ სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ოპოზიციური ელექტორატი, რომ გაიზარდოს, ამისათვის ოპოზიცია უნდა იყოს უფრო მიმზიდველი, მომხიბვლელი და  უფრო პერსპექტიული ამომრჩევლისთვის და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უნდა კლებულობდეს. ვინც უყურებს ამ დებატებს, ყველა მიხვდება,  ამით „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი არ აკლდება. პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილის  მისვლამ პარლამენტში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერები აბსოლუტურად ტყუილად  სხედან პარლამენტში. არაფრის მომცემი კითხვები, უსაგნო  განცხადებები, რომელთაც პოპულისტური მიზნები აქვთ, რიტორიკა, რომელიც ქულების დაწერას ემსახურება, გაუგებარი პრეტენზიები, რაღაც პირად ინტერესებსა და წყენებზე აგებული განცხადებები, სიცრუე, ცილისწამება… სულ ეს იყო, სხვა ვერაფერი  ვნახეთ, სამწუხაროდ. რაღაც დაუკმაყოფილებელ ხალხს უფრო ჰგავდნენ.  არანაირი კონკრეტული გეგმები, არანაირი პრობლების გადაჭრის გზები ოპოზიციისგან… არაფრის მომცემია ეს ოპოზიცია. ხელისუფლებაც ტყუილად აბრალებს ოპოზიციას პოლარიზაციას, დაძაბულობის გააღრმავებს. რის დაძაბულობის შემომტანები ეგენი  არიან, ვერ ხედავთ, კაცო, ოპოზიციის დაძახილზე ხალხი არ გამოდის და ოპოზიციის გარეშე  ორჯერ იმდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ამ ზაფხულს, „ნაცების“ რეჟიმის მერე მაგდენი არ გამოსულა. გავლენა არ აქვს ოპოზიციას ხალხზე, არ სჯერა ხალხს ამ ოპოზიციის და რაც ჰქონდათ, იმ გავლენასაც კარგავენ. ცხელ შემოდგომას დაგვპირდნენ, მაგრამ ერთი აქცია არ გაუმართავთ, ქუჩაში ხელისუფლების ერთი ქმედება არ გაუპროტესტებიათ. ისე, კარგი, თბილი შემოდგომა კი მიდის, მშვენიერი ამინდებია.  ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრჩი გულაცრუებული ჩვენს პოლიტიკურ ელიტაზე. ევროკანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით  იყო მთელი ამბები ატეხილი. ევროკანდიდატობა ეგრევე სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას და ხალხს. ეს პერსპექტივაა, რომელსაც შესაბამისი  პოლიტიკური  ნება  და მუშაობა სჭირდება, რომ ევროკავშირის წევრობამდე მივაღწიოთ. იქამდე რაღაც უნდა გაკეთდეს, მარტო  ევროპის  იმედად არ უნდა ვიყოთ. ეკონომიკა უკან-უკან მიდის, ხალხი უფრო და უფრო ღატაკდება.  შარშანდელთან შედარებით 10.4% გვქონდა ეკონომიკის ზრდაო, ამას დიდ მიღწევად თვლიან  და ამით პრემიერი, მთელი მთავრობა გვატყუებს. შარშან და შარშანწინ პანდემია იყო, ჩაკეტილი და გაჩერებული იყო მთელი ქვეყანა, ყველაფერი ჩავკალით. იმ პერიოდთან შედარებით გაიზრდებოდა ეკონომიკა, აბა, რა იქნებოდა? პანდემიის პერიოდთან შედარებით, ყველა ქვეყანაში გაიზარდა ეკონომიკა და  ბევრ ქვეყანას  ჩვენზე დიდი ზრდა აქვს. ეს ბუნებრივად მოხდა, ხელისუფლებების დამსახურება არ არის და თავისთავად,  არც ჩვენი მთავრობისა. 2020-21 წლებს კი ნუ ადრი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, 2019 წელს შეადარე და მერე ვნახოთ, რამდენი იქნება ზრდა. წარმოიდგინეთ, რესტორანი გაქვთ და  მთელი 2 წელი დაკეტილი გქონდათ. იმ რესტორანს, რომ გახსნით, პირველსავე დღეს, წინა წელთან შედარებით, უკვე ეკონომიკური ზრდა გექნებათ. ამას რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოწვეული ხელოვნური მიგრაცია დაამატეთ,  უმეტესად რუსეთიდან და ცოტა  უკრაინიდანაც გამოქცეულმა ადამიანებმა უზარმაზარი ფული  დახარჯეს, ყოველდღიური ხარჯები ცალკე, ბინებისა და სახლების დაქირავება ცალკე და მაგას დაამატეთ უძრავი  ქონება, რომელიც ამ ხალხმა შეიძინა. ცხადია, ეს თანხები ეკონომიკის გაზრდაზე აისხა.  აქ რა შუაშია ხელისუფლება, ერთი მითხარით. ძალით შემოიყვანეს ის ხალხი და ხალით ახარჯინებენ ფულს?

– ასე თუ ისე, ეკონომიკური ზრდა მართლაა ქვეყნაში, ბიუჯეტში დიდი ფული შედის, მაგრამ ხალხს რა ხეირი? ისევ თვითონ იპარავენ იმ ფულს.

– კი, ეს ზრდა ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე არ ასახულა. იმით რომ ამაყობს პრემიერ-მინისტრი, რაც მე მოვედი, ეკონომიკური ზრდაა და კიდევ სხვა სიკეთეებზე ლაპარაკობს, იმაზე რატომ არაფერს ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მისი პრემიერობის პერიოდში კატასტროფულად გაზრდილია ემიგრაცია. ფიზიკურად თუ გონებრივად მომუშავე ადამიანების დეფიციტია ქვეყნაში. მარტო უმუშევრები და მცირე შემოსავლიანი ადამიანები აღარ მიდიან, როგორ ადრე იყო. წარმატებული ხალხი უპერსპექტივობას გაურბის ქვეყნიდან. ინფლაციამ არნახულად გააძვირა ყველაფერი. ადრე  ლარის კურსის ვარდნას აბრალებდნენ ყველაფრის  გაძვირებას, ახლა რუსულმა ფულმა ლარი დაასტაბილურა, მაგრამ ყველაფერი ისევ ძვირდება. ეს ხალხს აწვება კისერზე. ხალხი შიმშილობს, წამლის და ექიმის  ფული არ აქვს, უკიდურესი სიდუხჭირეა ქვეყნაში. ამ თემებით რომ  არ მიდის პრემიერი პარლამენტში, ამაზე რომ არ საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ მასაც, მთელ ხელისუფლებასაც არ ადარდებს ხალხი. დიდად არც ოპოზიციას ადარდებს,  მოდით, რა, სიმართლე ვთქვათ. ხალხი, „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებაა, ამ  ოპოზიციისთვის – ხელისუფლებაში მოსვლისა.  მოუხედავად ამისა, პრემიერის გამოსვლას რომ ვუყურე, კიდევ ერთხელ მოხდა ის, რაც ადრე ხდებოდა სხვა პრემიერების პარლამენტში იმპლემენტაციის წესით მისვლის დროს. ირაკლი ღარიბაშვილმაც ოპოზიცია ეფექტურად გამოიყენა ქულების დასაწერად, რეიტინგის ასაწევად. ეს ნამდვილად გამოუვიდა. ხალხის იმ კატეგორიას, ვინც ადრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, დღეს უკვე აღარ მოსწონს ეს პარტია და ფიქრობს, დღეს ვის დაუჭიროს მხარი, სახარბიელოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. ამ ოპოზიციის შემხედვარეს, უმეტესობას ნამდვილად არ გაუჩნდება არჩევანის შეცვლის სურვილი. ნაწილი კი ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩება, არც „ქართული ოცნების“ მომხრე იქნება და არც რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიისა.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved