• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, სამშაბათი, 9 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქ გაჭირვებული ხალხი ვერ წავა, იაროს ღარიბაშვილმა…”, “150 ლარის რა უნდა გავქანდე?” – რას წერს ხალხი წალკის კანიონზე

ალია ავტორი - ალია
23:06 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25,893

14 ივნისს, წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა.

დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რა ღირს კანიონში  „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება და მოუწევთ, თუ არა, ნამდვილი ბრილიანტების გაყიდვა კანიონების მოსანახულებლად.

სხვათა შორის, გახსნას დაესწრო პრემიერი ღარიბაშვილი, იმყოფებოდნენ მთავრობის სხვა “ბრილიანტებიც”, მინისტრები, დეპუტატები.

მთავრობის წევრებმა გვამცნეს, რომ მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა, იმის თქმა დაავიწყდათ, რომ უბრალო მოკვდავნი, მომაკვდინებელი ხელფასებით, კანონით სიამოვნების მიღებას ვერ შეძლებენ და იძულებულნი გახდებიან, შორიდან უყურონ ტურისტებს, ქართველ ბიზნესმენებს, დეპუტატებს, მინისტრებს და მათ შვილებს.

რამდენ ადამიანს შეუძლია საქანელაში გადაიხადოს 80 ლარი? მაგალითად, რომელ პენსიონერს შეუძლია გადაუხადოს შვილიშვილს საქანელაში 80 ლარი, გადაიხადოს ხიდზე გავლის საფასური და ა.შ.? ა, ხო, კინაღამ დამავიწყდა, ქართველ პენსიონრებს კანიონებში, დასასვენებელ ადგილებში რა ესაქმებათ?

კონსულტანტები? ფარმაცევტები? პედაგოგები? იქნებ “სტაიანშიკები”? ან დამლაგებლები? – მაინც ვინ შეძლებს ოჯახი წაიყვანოს წალკის კანიონში?

გვეუბნებიან, ამ კანიონის პროექტის ინვესტიცია 120 მილიონი ლარი გახლავთო და უნდა გიხაროდეთ, რომ ბუნებრივი იერსახე შეუნარჩუნდაო – შეიძლებოდა, არც შენარჩუნებოდა? კარგი, შეუნარჩუნდა ეს ბუნებრივი სახე და როგორ შეგვიძლია ამ შენარჩუნებული ბუნებრივი იერსახის ნახვა? ან რა ფულია 120 მილიონი წალკის მართლაც ულამაზესი კანიონებისთვის?

ფასები, საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავდება და ასე გამოიყურება:

“ბრილიანტის ხიდზე” გასეირნება:

3-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს,

ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი 34 ლარს,

საქართველოს მოქალაქეებისთვის 12-წელს ზემოთ, ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებეს 40%-იანი ფასდაკლება),

ხოლო უცხოელებისთვის – 49 ლარი.

რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ,

ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი – 150 ლარი.

 

სოციალურ ქსელში, ადამიანები წალკის კანიონის “ბრილიანტის ხიდის” და “ოქროს” საქანელას ფასებს ასე ეხმაურებიან:

ხიდზე გასვლა უფასო უნდა იყოს, ჩარჩებო

თუ შესვლა ფული ეღირებოდა, ვერც ვიფიქრებდი, მეუღლე და ბავშვები რომ წავიყვანო, მარტო შესვლა და ხიდიდან გადახედვა 100 ლარი დამიჯდება

120 მილიონად სამი ფაბრიკა და ხუთი ქარხანა აშენებულიყო არ ჯობდაა?

თუ ვიჯელტმენებთ და ჩვენ თავზე ავიღებთ დაპატიჟებას მეგობრების, ოჯახის წევრების ან უცხოელი სტუმრების სავარაუდოდ თირკმელის გაყიდვა მოგვიწევს, ორივესი

ხალხი ქვეყნიდან გარბის და ნეტა ვისთვის აშენებენ მილონიან ხიდებს? მაგ ფასად რამე აეშენებიათ და ხალხი დაესაქმებიათ უკეთესი არ იყო?

ჯერ საქართველო მოიარეო, საქართველოს ფული არა გვაქვს, ბატონო – დედა, მამა და 2 შვილი, მხოლოდ შესვლა 96 ლარი.

90 ლარად ათენის ბილეთი ვიყიდე შარშან წასვლა-წამოსვლის

ისე ილანძღებით თითქოს ყოველდღე აპირებთ წალკაში სიარულის, მანდ წასვლას თუ დაგეგმავ – არც ბენზინის ფული გექნება, არც ქანაობის, დაეტევი სადაც ხარ

აი 150 ლარის რა უნდა იქანაოს ადამიანმა, ან სამი ოჯახის წევრი რომ შევიდეს 90 ლარამდე უჯდება, ღორობაა

ვისაც ფული აქვს მხოლოდ მათი შვილები უნდა შევიდნენ? ან სამართლიანი იქნება ქართველმა ბავშვებმა უსახსრობის გამო რომ ვერ ნახონ?

ბიძგვინას აშენებული ციცინათელაც მასეა, 4 ლარი რომ ღირდა 8 ლარია ის ატრაქციონები და შესაბამისად ყველა ატრაქციონზე იგივე ფასებია. გულაობენ რუსები, სომხები, აზერბაიჯანლები, ქართველები ოპერატორებს ეხვეწებიან დამსვი ფული არ მაქო.

თვითმფრინავის ბილეთი იტალიაში სულ 80 ევრო დაგვიჯდა ორ ადამიანს, თან იქეთ აქეთ, ბარგიანად. რა უნდა გავქანდე ისე საქანელაზე 150 ლარი რომ ვიხადო, გაახალგაზრდავებული ჩამოვალ, თუ რაა? დედა სულ გარეკეს

ეეჰ, თირკმელს გავყიდი თქო ვიფიქრე მარა ვის რაში ჭირდება ჩემი კენჭიანი თირკმელი

ისე გააძვირეს ყველაფერი, ტურისტები რომ ჩამოდიან იძახიან ისრაელის ფასები გაქვთო და როგორ ცხოვრობთო? თუ ასე გააგრძელეს ფასების მატება აღარ ჩამოვა ტურისტი – წავა უფრო მოწესრიგებულ ქვეყანაში, იგივეს გადაუხდის და ბევრად უკეთეს სერვისსაც მიიღებს. საქართველოში სიაფის გამო მოდიოდნენ და ახლა იმხელა ფასებია, ისედაც ჩავარდა სეზონი….

აქ გაჭირვებული ადამიანი ვერ წაიყვანს ოჯახს…

ქვედა გზაც ფასიანია? არადა ქვებზე და კლდეებზეა სასიარულო, შეიძლება რამე მოგივიდეს და მაგაში ფულის მოთხოვნა ცოტა ტეხავს
ლუვრის ფასი დაუდიათ
უაზროდ გაწელილია ჩანჩქერამდე ჩასასვლელი გზა. უამრავი სამშენებლო ნაგავი ყრია მდინარეში ჩანჩქერთან და ბოლიკის მიმდევარედახ ახალდაგებული
ბილიკი დაიმეწყრა რამდენჯერმე გახსნამდე. ახალი ფასი სრულიად შეუსაბამოა
სახლში დავკიდებ საქანელას და 95 ლარის კიარა მთელი დღე დავჯდები და ვიქანავებ, მინდა ვიქანავებ მინდა არვიქანავებ. გასკდით გულზე
და ეს პროექტი 40 000 000 დოლარი?… გააპრავეს უბრალოდ, ბიუჯეტიდან ისე უბრალოდ ვერ აიღებდნენ
ჩემი საქანელით რომ მოვიდე?
ყველაზე დიდი სიმახინჯე, რაც შეიძლება კანიონზე გაკეთებულიყო.
რა ფასებია რა ხდება ევროკავშირში შევედით უკვეე?
ისევ ღარიბაშვილმა იაროს
საგარეო ვალს ვიხდით?!
კიდე იაფია, მეტს ვიმსახურებთ!
რამდენიმე ადამიანმა, დღეს, “ბრილიანტის ხიდზე” გასეირნების ფასის გაგების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადახედა ოჯახის ბიუჯეტს, კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რომ ვერც თავისთვის და ვერც შვილისთვის ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს და კიდევ ერთხელ გაიხსენა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება:
თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილიწალკის კანიონიხალხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

16:45 09-09-2025
ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან
ახალი ამბები

ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

15:10 09-09-2025
რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?
ახალი ამბები

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?

13:18 09-09-2025
9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე
ახალი ამბები

9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე

12:37 09-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved