• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აფხაზური მოსახლეობის ნაწილი წარმართობას უბრუნდება – რელიგია აბჟნიხა სერიოზულ პოპულარობას იძენს” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
23:59 05-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
გიორგი კობერიძე
Facebook-ზე გაზიარება
677

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

რამდენიმე დღეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი უნდა აირჩიონ, რომელიც ამავდროულად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა. საინტერესო და ტრაგიკულია ის, თუ რა ხდება თავად აფხაზეთში – იქ ეკლესიები სრულად რუსიფიცირდა. შეიცვალა როგორც ტაძრების გარეგნული, არქიტექტურული მხარე, ასევე ღვთისმსახურება იქცა რუსულად. რუსიფიკაციის უხეში ხელი დაეტყო ილორის ტაძარს, სადაც ქართული კვალი მიზანმიმართულად იშლება – ვერ იცნობთ მას, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს ის. ზუსტად ასეთივე სიტუაციაა ახალ ათონშიც. ბედია ისევ დანგრეულია, თუმცა მის რუსიფიცირებას მოსკოვი დიდი ხანია არ გამორიცხავს.

სიტუაცია სხვა მხრივაც საინტერესოა: აფხაზეთში აფხაზური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, წარმართობას უბრუნდება. აფხაზეთში შვიდი სალოცავისგან შემდგარი რელიგია აბჟნიხა სერიოზულ პოპულარობას იძენს. ამაზე წარსულში იშვიათად საუბრობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ღიად და მომატებული სიამაყით დაიწყეს თავმომწონება. მითებიც შეიქმნა, თუ როგორ “მოუგეს” საქართველოს ომი მთავარი ღვთაებების დახმარებით.

პარალელურად, მოსახლეობაში ისლამის გავლენაც ძლიერდება. მარტივად იძებნება სტატიები, სადაც ადგილობრივი ისლამური თემი სიამაყით საუბრობს “რეისლამიზაციის” პროცესებზე და ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ამ ყველაფერში ძალიან ეხმარებათ.

საბოლოოდ კი, ეს ტერიტორია რუსეთის მიერ დაჯიჯგნილი ერთი დიდი შავი ხვრელია, რომელშიც არაფერი ბუნებრივი და თვითმყოფადი აღარ დარჩა. არადა, ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც საქართველო, ბაგრატ მესამედან მოყოლებული, ქმნიდა უმნიშვნელოვანეს საყრდენს მთელი ქრისტიანობისთვის და წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის უმთავრეს და, პრინციპში, ერთადერთ მძლავრ ფორპოსტს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved