• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აფხაზეთში და აგვისტოს ომში ნაბრძოლები ვართ, ოფისი გვინდა პარტიისთვისო, ნამგალი და ურო არ ეხატათ და მე რავიცი” – რას წერს მამაო, რომელმაც სახლი ალტ-ინფოს მიაქირავა

ალია ავტორი - ალია
02:10 03-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
776

კასპი მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური:

“ვინმე მატყუარაზე როა ლაპარაკი, იციანხოლმე თქმა “სოფლის ჭორიკანა დედაბერივითაოო”. 12 სოფელში მიწევს მსახურება, იქ სად არიან ეგეთი დედაბრები, რაც თქვენ ხართ ზოგიერთო ჟურნალისტო, თუ სამოქალაქო აქტივისტო. რუსეთის მომხრეს მეძახით იმიტომ, რომ ოჯახმა პაპის სახლი, კონსერვატიულ მოძრაობას მივაქირავეთ. მოვიდნენ უცხო ადამიანები, გაგვეცნენ აფხაზეთში და აგვისტოს ომში ნაბრძოლები ვართ, ოფისი გვინდა პარტიისთვისო. ჩვენ პარტიულები არ ვყოფილვართ და არც ვაპირებთ, ვიღაცისთვის რომ უარი გვეთქვა და ვიღაცისთვის თანხმობა, მაშინ გავერეოდით მაგ საქმეში. ნამგალი და ურო არ ეხატათ და რუსეთი არ უდიდებიათ და მე რავიცი რა არჩევანი აქვთ? თუ მათი ქმედებები, ქვეყნისთვის საზიანოა, ეგ სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს და აღკვეთოს და არა ჩვენ.

ჩვენ სახლს იქირავებენ, თუ სხვისას მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ტევე პირველო ჩვენ რუსეთის ისეთივე მომხრეები ვართ, როგორც 4 კაციანი კოვიდიანი მონასტერი, ოცდაორიანი რომ გაგვიხადეთ და მერე ბოდიშები მიხადეთ. ერისკაცობაში არ მჭერია არცერთი პარტიის დროშა და ეხლა კაცო. თქვენი სახლები აჩვენეთ და ისაც თქვით საიდან ამდენი ქონება, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში. და მერე ჩემ სახლში მოდით, 6 ადამიანი, ორ პატარა, გაურემონტებელ ოთახში რომ ვართ, იმიტომ რომ მეტს ვერ ვათბობთ.

კასპში მცხოვრებო ჭორიკანებო, რატო იმისთვის არ მოიწვიეთ ტელევიზია და არ გააკეთებინეთ გადაცემა, ქალაქს თუ ამდენ სოფლებს რომ ვემსახურები, მათ შორის შვიდი ე.წ საზღვრის პირაა და ჯვრისწერაში თუ წესის აგებაში, არავისთვის ჯერ 1 ლარი რომ არ მითხოვია? რატო არ მიხვედით კასპის ნებისმიერ შეჭირვებულ ოჯახში, ლტოლვილთა დასახლებაში და არ კითხეთ მიუღიათ თუ არა ჩემგან რაიმე სახის დახმარება? ჩემ ტაძარში უკრაინისთვის რომ შესაწირი ყუთი რომ დგას, ეგ ვერ გაიგეთ ხო? ყოველ კვირა რომ მშივრებს ვაჭმევთ არც ეგ მოსულა თქვენამდე? მეოთხე მიტოვებულ ტაძარს რომ ვხსნი წელს, რატო მაგას არ აჩვენებთ? ან 2020 წელში რატო არ დაუძახეთ ჟურნალისტებს, მთელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თვეები გააგრძელდა, 170 ადამინს, ყოველდღე პურს და საკვებს რომ ვურიგებდი, იმ ვირუსებში, ზოგს რომ ფანჯარაში გახედვის გეშინოდათ? ვერ ატყობთ რომ ეკლესის სიძულვილმა, გონება ისე დაგიბნელათ, რომ ჭორითკანობის, ცილისწამების და უმადურობის მეტი აღარაფერი გამოდის თქვენგან? იმის გამო რომ აღარაფერი მომიგონოთ, მაინც არ ვაპირებ თქვენსავით ცხოვრებას, ქვა რომ არ გადაგიბრუნებით ქვეყნისთვის და რომ კვდებით კი არ ტირიან, კითხულობენ, უი ეგ კიდე ცოცხალი იყოვო?”

 

ეკლესია რუსულ პროპაგანდაში – კასპში სასულიერო პირმა “ალტ ინფოს” ოფისი მიაქირავა

თეგები: მამა ლევან ჯიქური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved