• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აფხაზეთის ომგამოვლილო ვეტერანებო, ეს თქვენი გამარჯვებაა” – აზოვის პოლკის თანადამფუძნებელი

ალია ავტორი - ალია
17:07 04-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,247

აზოვის პოლკის ერთ–ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი, “ტვ პირველთან” აზოვის პოლიკის ჩამოყალიბებაზე საუბრისას, ამბობს:

 

“ეს წამოვიდა საქართველოდან – მინდა ვისარგებლო და მივმართო აფხაზეთის ომგამოვლილ ვეტერანებს, “შავნაბადა”, “თეთრი არწივი”, ეროვნული გვარია – მაგათ გვანახეს მაგალითი ვაჟკაცობის, თავდადების, საქართველოსადმი სიყვარულის. ამან გამოიწვია შემდეგი თაობების ოფიცრებში მუხტი. ვინც აქ არის დღეს, ვინც 2014 წელს ჩამოვიდა, ყველაშია ეს მუხტი – ეს არის ამ ვეტერანების დამსახურება და ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, იმისათვის რაც დაგვიტოვეს, ეს თქვენი გამარჯვებაა. ამან გამოიწვია, რომ 2014 წელს ჩამოსული ქართველები, უკვე აღიქვამდნენ ბრძოლის მნიშვნელობას საქართველოსთვის.

2014 წელს დავიწყეთ მე, ბახვა ჩიქობავამ… სამწუხაროდ, დაიღუპა ბახვა, მრავალჯერ ვიტყვი, მისი მადლიერი ვარ, დღეს თუ ცოცხალი ვარ მისი დამსახურებაა და ის არის ჩემი მფარველი ანგელოზი.. მე, ბახვა ჩიქობავა, ზაურ ბერიანიძე, კიდევ გვახლდნენ ქართველი ოფიცრები, შევქმენით გუნდი და დავიწყეთ ხელმღვანელობა. იყო ქვედანაყოფები, “დონბასი”, “დნეპრო1” და ვამზადებდით მას. 2014 წლის მაისში, როცა აიღეს ქალაქი მარიუპოლი, აქ ვიყავით და ბილეცკიმ გვთხოვა დახარება მისი ქვედანაყოფი რომ მოგვემზადებია, რადგან, მანამდე მასიურად ვამზადებდით მოხალისეების, რამაც გამოიწვია შედეგი. თანხმობა მივეცით, დავიწყეთ მათან მუშაობა და მოვამზადეთ პირადი შემადგენლობა.  არც ქართულ გენებში, არც ვაჟკაცობაში, არც სამხედრო პროფესიონალიზმში, არ ითვლება სწორად, მოამზადო ქვედანაყოფი ბრძოლისათვის და მერე მიატოვო. გავყევით, პრაქტიკა ვანახეთ, დავრწმუნდით, რომ უკვე შეეძლოთ მუშაობა ამ პატარა ბიჭებს… სულ 5 კაცი ვიყავით სამხედრო, დანარჩენები იყვნენ პატარა ბიჭები, სამოქალაქო პირები, ფეხბურთის ფანები, ასე ვთქვათ, ხულიგნები… თან ვწვრთნიდით, თან ვიბრძოდით…

2014 წელს აზოვი არ იყო კერძო, იყო შსს–ს ეროვნული გვარდიის მოქმედი ქვედანაყოფი. ჩვენ შტატი დავხვეწეთ და ის გამოცდილება, რაც საქართველოში ჩვენმა გენერლებმა, ოფიცრებმა მასწავლეს, ეს განათლება გამოვიტანეთ. მოგვიანებით შეიქმნა სამხედრო–სამეთაურო სკოლა, ეს იყო ბატალიონი, სადაც შედიოდა სერჟანტთა მომზადების სკოლა და ოფიცერთა მომზადების სკოლა, ასევე კიდევ სხვადასხვა კურსები. 2015 წელს უკვე მოვამზადეთ პირადი შემადგენლობები, ყველა მეთაური მოვამზადეთ… პოლკის მეთაურიც, ყველა ჩვენი სტუდენტები იყვნენ, პატარა ბიჭები იყვნენ… ამ წლების განმავლობაში, დავიწყეთ გეგმებზე მუშაობა, მათ შორის მარიუპოლის, ძირითადად მე, ბაზვა და ზაზა ვმუშაობდით გეგმებზე. 7–8 წლის განმავლობაში ჩართული ვიყავით ყოველდღიურად კურსებში. დიდი სამუშაო იყო შესრულებული აზოვის გაწვრთნაში, ძირითადად, ფსიქოლოგიურ–იდეური.

 

 

თეგები: აფხაზეთიგიორგი ქუფარაშვილიმარიუპოლირუსეთ-უკრაინის ომიქართველი მებრძოლები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved